საზოგადოება

დავით გარეჯთან ივერი მელაშვილსა და “მთავარი არხის” გადამღებ ჯგუფს ადგილობრივები დაუპირისპირდნენ

Nusagi

დავით გარეჯის მიმდებარე ტერიტორიაზე ივერი მელაშვილსა და “მთავარი არხის” გადამღებ ჯგუფს ადგილობრივები დაუპირისპირდნენ. ინფორმაციას ავრცელებს “მთავარი არხი”.

“მეორედ არ მოხვიდე აქ… დავაი, წადით აქედან… აღარ მოხვიდეთ აქ… გამყიდველო, შე უნამუსო, შენ”, – მიმართავდნენ ივერი მელაშვილს შეკრებილი მოქალაქეები.

როგორც “მთავარი არხის” ჟურნალისტი, ნინუცა კეკელია ჰყვება, სამონასტრო კომპლექსში ივერი მელაშვილთან ერთად სიუჟეტის მოსამზადებლად ჩავიდა.

“იქ მარტოები ვიყავით, არ იყვნენ სასულიერო პირები, არც მრევლი იყო, მხოლოდ ტურისტები იყვნენ. როდესაც ჩაწერა მიმდინარეობდა, ივერი მელაშვილთან მივიდა სასულიერო პირი და უთხრა, რომ იყო მოღალატე და არ ჰქონდა დავითგარეჯში ჩასვლის უფლება… მასთან ერთად იყო სამოქალაქო პირი, რომელიც განსაკუთრებული აგრესიით გამოირჩეოდა, მან ოპერატორისთვის სიტყვიერი შეურაცხყოფის მიყენება სცადა… [შემდეგ] რამდენიმე სასულიერო პირი მოვიდა და სიტუაცია დაიძაბა ისე, რომ ჩემს ოპერატორს ფიზიკურად გაუსწორდნენ და კამერა დააზიანეს”, – იხსენებს ჟურნალისტი.

ეს პირველი შემთხვევა არ არის, როცა ივერი მელაშვილს უპირისპირდებიან. მას პატიმრობიდან გათავისუფლებიდან რამდენიმე დღეში ტექნიკის მაღაზიაში მიაყენეს შეურაცხყოფა.

შეგახსენებთ, ივერი მელაშვილი და ნატალია ილიჩოვა მაღალი თანამდებობის პირების დავალებით საქართველოსთვის საზიანოდ და აზერბაიჯანის სასარგებლოდ, ტერიტორიების შეთანხმებაში არიან ეჭვმიტანილი. მელაშვილი და ილიჩოვა ბრალს არ აღიარებენ. მათ მხარს უჭერენ ხელისუფლებისადმი ოპოზიციურად განწყობილი მედია, არასამთავრობო ორგანიზაციები და პოლიტიკური პარტიები.

Facebook Comments Box

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 2,708,690 ნახვა
%d bloggers like this: