ჯანდაცვა

ე.წ. სამხრეთ ოსეთში Sputnik V-ით აცრა დაიწყო

Nusagi

ე.წ. სამხრეთ ოსეთში რუსული წარმოების Sputnik V ვაქცინით აცრა დაიწყო. ამის შესახებ „ეხო კავკაზა“ იუწყება.

სააგენტო „რესის“ ინფორმაციით, პირველი ვაქცინით ჟურნალისტი კოსტა კოშტე აიცრა.

საწყის ეტაპზე სამედიცინო სფეროს და განათლების მუშაკების აცრა მოხდება. აცრამდე ერთი დღით ადრე პაციენტების შემოწმება ხდება და ექიმები იღებენ გადაწყვეტილებას, შეიძლება თუ არა ამა თუ იმ პირისთვის ვაქცინაციის ჩატარება.

Sputnik V-ს პირველი პარტია ცხინვალში 30 აპრილს ჩაიტანეს.

Facebook Comments Box

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 2,564,857 ნახვა
%d bloggers like this: