ჯანდაცვა

„მიჩნეულია, რომ კოვიდვაქცინაციის გარკვეული პერიოდულობით გამეორება იქნება საჭირო“ – თამარ გაბუნია

Nusagi

„ჰიპოთეტურად და წინასწარ, მიჩნეულია, რომ კორონავირუსის ვაქცინა არ არის ერთჯერადი ვაქცინაცია და მას გარკვეული პერიოდულობით გამეორება იქნება საჭირო, იქნება ეს „სინოფარმი“, „ფაიზერი“ თუ ნებისმიერი სხვა ფორმა“, – ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ თამარ გაბუნიამ სატელევიზიო ეთერში ჩართვისას განაცხადა.

მისი თქმით, ვაქცინის მესამე დოზის გაკეთების საკითხი ჯერ გადაწყვეტილი არ არის.

„მესამე დოზასთან დაკავშირებით, არა მხოლოდ „სინოფარმზე“ არამედ, სხვა ვაქცინებთან მიმართებაშიც არის გარკვეული სამეცნიერო მსჯელობა. ასეთი მსჯელობა ცოტა ხნის წინ იყო „ფაიზერთან“ დაკავშირებით. ჯერჯერობით, სტანდარტულად არის ორჯერადი ვაქცინაცია 21-დღიანი ინტერვალით. დაველოდებით, თუ იქნება დამატებითი საუბარი. მესამე დოზა იქნება ალბათ რამდენიმე თვის შემდეგ, ეფექტის გაძლიერებისთვის“, – აღნიშნა თამარ გაბუნიამ.

Facebook Comments Box

ავტორის შესახებ

Info Postalioni

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 2,708,680 ნახვა
%d bloggers like this: