პოლიტიკა

მიხეილ სააკაშვილი- საქართველოში გასაგიჟებელი მხარდაჭერა მაქვს, მე და ჩემი პოლიტიკური ძალა ბოლომდე მივიყვანთ საქმეს

Nusagi

ვფიქრობ, საქართველოში მთავრობა წელს ნებისმიერ შემთხვევაში შეიცვლება, მე და ჩემი პოლიტიკური ძალა მოვემზადებით და ბოლომდე მივიყვანთ საქმეს, – ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა „დოიჩე ველესთან“ ინტერვიუს დროს განაცხადა.

„საქართველოში მთავრობამ მოიპარა არჩევნები, მაგრამ მერე ჩაერივნენ ევროპელები. მიღწეული იქნა შეთანხმება, რომელიც სრულყოფილებამდე ძალიან შორსაა, მაგრამ რომელიც ხსნის რეფერენდუმის საკითხს, პრაქტიკულად ხელისუფლების ცვლილებას ამ წლის შემოდგომაზე. ამიტომ, პირადად მე და ჩემი პოლიტიკური ძალა მოვემზადებით, ბოლომდე მივიყვანთ საქმეს და არ ვაპირებთ, მათ ქვეყნის განადგურების უფლება მივცეთ“, – განაცხადა სააკაშვილმა.

კითხვაზე, შესაძლებელია, თუ არა, რომ მან ნავალნის ბედი გაიზიაროს, სააკაშვილმა უპასუხა:

„ რუსეთისგან განსხვავებით, ქართველი ხალხი საკმარისადაა მობილიზებული. უბრალოდ გასაგიჟებელი მხარდაჭერა მაქვს. ნავალნის მე რეალურად გმირად ვთვლი. ჯერ ასეთი მხარდაჭერა რუსეთში არ არის, მაგრამ დროთა განმავლობაში ის მოვა თუ ის გადარჩება. მიუხედავად იმისა, რომ პოლიტიკოსის შეფასება სხვადასხვანაირად შეიძლება და მისგან არასასიამოვნო რაღაცები მახსოვს, ის საერთო ჯამში გმირობის სიმბოლოა და ასეთი ხალხი ცოტაა და საჭიროა მათი მხარდაჭერა“, – განაცხადა სააკაშვილმა.

Facebook Comments Box

ავტორის შესახებ

Info Postalioni

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 2,553,369 ნახვა
%d bloggers like this: