სამართალი

ვახტანგ გომელაური „სინოფარმის“ ვაქცინით აიცრა

Nusagi

ნიკოლოზ ყიფშიძის სახელობის ცენტრალურ საუნივერსიტეტო კლინიკაში შინაგან საქმეთა მინისტრი კორონავირუსის საწინააღმდეგო „სინოფარმის“ ვაქცინით აიცრა. ვახტანგ გომელაურთან ერთად აიცრებიან უწყების სხვა თანამშრომლებიც.

„აცრა გავიკეთე ჩინური წარმოების „სინოფარმით“. ეს ნაბიჯი იქედან გამომდინარე გადავდგი, რომ მინდა ყველას, პირველ რიგში, შსს-ს თანამშრომლებს მოვუწოდო, გაიკეთონ ვაქცინა, იქნება ეს „სინოფარმი“ თუ სხვადასხვა ვაქცინა, შეიძლება „ასტრაზენეკაც“ გაიკეთონ და კიდევ სხვა. სამწუხაროდ, რასაც მსოფლიოში ვხედავთ, წელიწადზე მეტია ველოდებით, თუმცა არაფერი შეცვლილა, დღითი-დღე უარესდება მსოფლიოში და მათ შორის ჩვენთან ვითარება, რასაც მსოფლიო ჯანდაცვა, ჩვენი ჯანდაცვის სამინისტროს წარმომადგენლები გვეუბნებიან, სხვა გამოსავალი არ არის, ყველა უნდა აიცრას საბოლოოდ, ვისაც ჯანმრთელობა უწყობს ხელს და ექიმების რეკომენდაცია ექნება“,-განაცხადა გომელაურმა.

Facebook Comments Box

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 2,708,625 ნახვა
%d bloggers like this: