პოლიტიკა

სააკაშვილის განცხადება იყო მასშტაბური პოლიტიკოსის სწორი სვლა

Nusagi

პარტიის „კანონი და სამართალი“ ლიდერი თაკო ჩარკვიანი არ გამორიცხავს, რომ საბოლოოდ პარლამენტში შევიდეს, თუმცა არც იმას გამორიცხავს, რომ „ყველამ ერთად პარლამეტში არშესვლის გადაწყვეტილება მიიღოს და ადგილობრივი არჩევნებისთვის სხვაგვარი მომზადება მოხდეს“.

მისივე თქმით, ბოიკოტი ძალიან მნიშვვნელოვანი იყო და ოპოზიციის იმ ნაწილს, რომელიც პარლამენტში უკვე შევიდა, შეცდომა მოუვიდა.

„მე არ ვამწვავებ და არ ვამბობს, რასაც ვფიქრობ. შეცდომა- ყველაზე რბილად ნათქვამია. და ისეთი მავნებლური, ოლიგარქიული ხელისუფლება, რა თქმა უნდა, ამ შეცდომას გამოიყენებს. მე მოვისმინე სააკაშვილის პირველი განცხადება. მან ეს ხარვეზებით და ბუნდოვანებით სავსე დოკუმენტი ისე შეაფასა, როგორც იმსახურებდა. მისი მეორე განცხადება იყო მასშტაბური პოლიტიკოსის სწორი სვლა, რადგან ეს იყო გამომდინარე არსებული რეალობიდან“,-განაცხადა თაკო ჩარკვიანმა.

მისივე თქმით, პოლიტიკოსებმა, რომლებმაც შარლ მიშელის დოკუმენტს ხელი მოაწერეს, პოლიტიკური ველი ძალიან აამღვრიეს.

Facebook Comments Box

ავტორის შესახებ

Info Postalioni

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 2,587,299 ნახვა
%d bloggers like this: