საზოგადოება

შოთა ბურჯანაძე: კოვიდ უსაფრთხო სტატუსი, არის ქვეყნისთვისაც პრიორიტეტი

Nusagi

რესტორატორთა ასოციაციის ხელმძღვანელი, შოთა ბურჯანაძე გამოეხმაურა მთავრობის ინიციატივას, რომლის მიხედვითაც ტურიზმის სექტორის ვაქცინაცია მოხდება  და მთავრობა მათ უსაფრთხო სტუმარ-მასპინძლობის სანაცვლოდ საერთაშორისო მარკეტინგულ კამპანიას გაუწევს.

ნათია თურნავას განცხადებით, სასტუმროებს და რესტორნებს სრული მზადყოფნა აქვთ, ითანამშრომლონ ეკონომიკის სამინისტროსთან და შექმნან უსაფრთხო სივრცეები ტურისტებისა და დამსაქმებლისთვის.

როგორც რესტორატორთა ასოციაციის ხელმძღვანელი, შოთა ბურჯანაძე აღნიშნავს, ეს ფაქტი მისასალმებელია ტურიზმის სექტორისათვის და ასოციაციების სახელით ვაქცინაციაში ჩასართავად მზადყოფნას გამოხატავს.

„ეს ფაქტი არის მისასალმებელი, ახლა უკვე მენეჯმენტის საქმე არის განსახილველი. დაახლოებით 3 დღეში იგეგმება სფეროს წარმომადგენლების აცრა, ვისაც სურვილი ექნება ვაქცინაციის პროგრამაში ჩართვა.

ჩემი აზრით, ვაქცინაცია უმნიშვნელოვანესია და წარმოადგენს გადარჩენის გზას. აღნიშნული იდეა გაჟღერდა იმ ადამიანებისთვის, ვისაც სურვილი ექნება ვაქცინაციის, რომ გარკვეული ბენეფიტები მიიღოს როგორც სახელმწიფოსაგან, ასევე კერძო სტრუქტურებიდან.

კოვიდ უსაფრთხო სტატუსი, არის ქვეყნისთვისაც პრიორიტეტი და ტურისტები ინფორმირებული იქნებიან საქართველოს შესახებ“- განაცხადა შოთა ბურჯანაძემ.

ინფორმაციისათვის, ეკონომიკის მინისტრმა, ნათია თურნავამ ტურისტულ სექტორთან სამუშაო შეხვედრა გამართა, შეხვედრაზე სარესტორნო და ტურიზმის სექტორში მომუშავე ორგანიზაციების მხრიდან ვაქცინაციის პროცესისადმი მზადყოფნა დაფიქსირდა.

მინისტრის განცხადებით, ის ორგანიზაციები და კომპანიები ვინც იქნებიან ვაქცინით აცრილი, ჩაითვლებიან კოვიდ უსაფრთხო კომპანიებად და ჩვენ გავუწევთ მათ პრომოუშენს. ეს დაგვეხმარება იმაში, რომ სწრაფად აღდგეს ტურისტული ინდუსტრია.

Facebook Comments Box

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 2,588,596 ნახვა
%d bloggers like this: