საზოგადოება

“ჭიქაში ქარიშხლის ატეხვის მცდელობა იყო” – ანდრია ჯაღმაიძე

Nusagi

საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი, დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს. 

დეკანოზი გუშინ, 4 მაისს, გარეჯში მომხდარ ინციდენტს ეხმაურება და აცხადებს, რომ გავრცელებული ინფორმაცია სასულიერო პირების მხრიდან ჟურნალისტებსა და ივერი მელაშვილზე თავდასხმაზე, სიმართლეს არ შეესაბამება.

“ჭიქაში ქარიშხლის ატეხვის მცდელობა იყო გარეჯში მომხდარი ინციდენტი.

როგორც ყოველთვის “მთავარმა არხმა” დამახინჯებულად გაავრცელა ინფორმაცია. თანდათან ირკვევა: სასულიერო პირები არ იგინებოდნენ, ივერი მელაშვილისთვის ფიზიკური შეურაცხყოფა არ მიუყენებიათ და მეტიც, როგორც ჩემთვის გახდა ცნობილი, არც ოპერატორის წაქცევა მოჰყოლია ვინმესგან ფიზიკურ დაპირისპირებას, ოპერატორი მასზე რაიმე ფიზიკურ ზეწოლას არ ადასტურებს”, – წერს დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე სოციალურ ქსელში.

Facebook Comments Box

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 2,588,574 ნახვა
%d bloggers like this: