უცხოური მედია

ბაიდენისა და კარტერის უცნაურმა ფოტომ აჟიოტაჟი გამოიწვია

Nusagi

აშშ-ს მოქმედი პრეზიდენტის, ჯო ბაიდენისა და მისი მეუღლის ფოტომ, რომელიც ამერიკის 39-ე პრეზიდენტ ჯიმი კარტერთან არის გადაღებული, სოციალური ქსელის მომხმარებლებში აჟიოტაჟი გამოიწვია. აღნიშნულის მიზეზებზე ВВС წერს.

ფოტოზე კარტერი და მისი მეუღლე როზალინი ძალიან პატარებად გამოიყურებიან ნამდვილი „გოლიათების“- ბაიდენისა და პირველ ლედი, ჯილის გვერდით.

მიუხედავად იმისა, რომ ბაიდენი კარტერზე ოდნავ მაღალია, რეალურად, სხვაობა ისეთი არ არის, როგორც ფოტოზე ჩანს.

„ბი ბი სი“-ს ფოტორედაქტორი ფილ კუმსი ამბობს, რომ ფოტოს ავტორმა სპეციალური ობიექტივი გამოიყენა, რომელიც ადიდებს სცენის ნაპირას მდებარე ობიექტებს და პირიქით, აპატარავებს გამოსახულებას კადრის ცენტრში.

ასეთი ოპტიკური ეფექტით ფოტოგრაფები ხშირად ცვლიან რეალურ სურათს და უფრო საინტერესოს ხდიან გამოსახულებას. თუმცა ზოგჯერ, გაუთვალისწინებელი შედეგი მოაქვს, როგორც ამ სურათის შემთხვევაში. 

ბაიდენის და კარტერის ფოტომ სოციალურ ქსელში უამრავი ირონიული კომენტარი გამოიწვია. ერთ-ერთმა მომხმარებელმა, კი, ფიგურების ზომაც კი შეცვალა. 

Facebook Comments Box

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 2,587,027 ნახვა
%d bloggers like this: