უცხოური მედია

ბუნდესტაგმა სრულად ვაქცინირებული პირებისთვის შეზღუდვების შემსუბუქებას მხარი დაუჭირა

Nusagi

გერმანიის ბუნდესტაგმა მხარი დაუჭირა გერმანიის მთავრობის გადაწყვეტილებას სრულად ვაქცინირებული პირებისთვის შეზღუდვების შემსუბუქების შესახებ.

ფედერალური მთავრობის აღნიშნული ინიციატივის ფარგლებში, სრულად ვაქცინირებულ ან კორონავირუსისგან გამოჯანმრთელებულ პირებს კომენდანტის საათისა და სოციალური კონტაქტების შეზღუდვები არ შეეხებათ. გარდა ამისა, მათ არ შეეხებათ კომენდანტის საათი და მაღაზიებსა და სხვა დაწესებულებებში ვიზიტისას კორონავირუსზე ტესტის უარყოფითი პასუხის წარდგენა.

გერმანიის მოსახლეობის დაახლოებით 8%-მა ვაქცინის ორივე დოზა მიიღო, ხოლო 28%-ზე მეტმა – ერთი დოზა.

ბუნდესტაგის დამტკიცების შემდეგ აღნიშნული ინიციატივა ბუნდესრატმა უნდა დაამტკიცოს, რის შემდეგაც იგი ძალაში შევა.

პანდემიის დაწყებიდან დღემდე, გერმანიაში კორონავირუსის 3 473 503 შემთხვევა გამოვლინდა, ხოლო 84 126 ადამიანი ვირუსს ემსხვერპლა.

Facebook Comments Box

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 2,588,622 ნახვა
%d bloggers like this: