სამართალი

სალომე ზურაბიშვილი ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებთან შეხვედრებს მართავს

Nusagi

საქართველოს პრეზიდენტი ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებთან შეხვედრებს მართავს.

სალომე ზურაბიშვილმა რამდენიმე შეხვედრა უკვე გამართა, მათ შორის, „გირჩის“ ლიდერ იაგო ხვიჩიასთან. როგორც ხვიჩია აცხადებს, პრეზიდენტი დაინტერესდა, რა პოზიცია აქვს „ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში“ ცვლილებებთან დაკავშირებით.

პრეზიდენტი, სავარაუდოდ, ხვა ოპოზიციონერებისგანაც სწორედ აღნიშნულ კანონპროექტთან დაკავშირებით მოისმენს შეფასებებს.

საქართველოს პარლამენტმა გასულ კვირას დაჩქარებული წესით დაამტკიცა ცვლილებები საქართველოს „ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში“ და გაამკაცრა პასუხისმგებლობის ზომები წვრილმანი ხულიგნობის განმეორებით ჩადენასა და სამართალდამცველთა კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობაზე. კანონს პრეზიდენტის ხელმოწერა სჭირდება, რის შემდეგაც ძალაში შევა.

ოპოზიცია აღნიშნულ კანონპროექტს მკაცრად აკრიტიკებს, რადგან მათივე შეფასებით, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევებზე სანქციის გამკაცრება გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვას ისახავს მიზნად.

Facebook Comments Box

ავტორის შესახებ

Info Postalioni

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 2,588,596 ნახვა
%d bloggers like this: