ჯანდაცვა

„ფაიზერის“ ვაქცინა ბრიტანული და აფრიკული შტამების წინააღმდეგ საკმაოდ ეფექტურია – The New York Times

Nusagi

ჩატარებული კვლევების თანახმად, Pfizer-BioNTech-ის ვაქცინა ეფექტურია კორონავირუსის მძიმე დაავადების წინააღმდეგ, რომელიც გამოწვეულია ორი ვარიანტით. ინფორმაციას The New York Times-ი ავრცელებს.

Pfizer-BioNTech-ის კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა არის ეფექტური, ის იცავს ადამიანს მძიმე გართულებისაგან, რომელიც გამოწვეულია ორი სახიფათო შტამით.

გამოქვეყნებული კვლევის შედეგების მიხედვით, რომლებიც ემყარება ყატარისა და ისრაელის კვლევები რეალურ ფაქტებს, აჩვენებს, რომ ვაქცინამ შეიძლება თავიდან ააცილოს ადამიანს ყველაზე ცუდი შედეგები: მწვავე პნევმონიისა და ლეტალობის შემთხვევა – გამოწვეული B.1.1.7–ით (კორონავირუსების ეს ჯგუფი გამოჩნდა ბრიტანეთში, სადაც მას სახელად შეარქვეს B.1.1.7 ) და მეორე შტამი, რომელიც პირველად იდენტიფიცირდა გასული წელის დეკემბერში სამხრეთ აფრიკაში სახელწოდებით – B.1.351.

„ეს ნამდვილად კარგი ამბავია“ – განაცხადა ექიმმა ანელის უაილდერ-სმიტმა, ლონდონის ჰიგიენისა და მედიცინის სკოლის ინფექციური დაავადებების მკვლევარმა. „დროის ამ ეტაპზე, თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ ამ ვაქცინის გამოყენება შეგვიძლია, თუნდაც ცირკულირებადი შტამების ვარიანტების არსებობის შემთხვევაშიც“.

წინა გამოკვლევების თანახმად, B.1.1.7- ბრიტანული შტამი უფრო ინფექციური და საზიანოა, ვიდრე სხვა ვარიანტები, მაგრამ ვაქცინები მაინც კარგად მუშაობს მის წინააღმდეგ. სხვა მხრივ, ადრე ჩატარებული კვლევების თანახმად, ვაქცინები ნაკლებად ეფექტური აღმოჩნდა აფრიკული შტამის- B.1.351– ის წინააღმდეგ.

ერთ – ერთი ახალი კვლევა , რომელიც New England Journal of Medicine–ში გამოქვეყნდა, ემყარება ინფორმაციას 200 000 –ზე მეტი ადამიანის გამოკლვევის შესახებ, რომლებსაც 1 თებერვლიდან – 31 მარტამდე ჩაუტარდათ ვაქცინაცია.

მრავალჯერადი ანალიზის შედეგად, მკვლევარებმა დაადგინეს, რომ ვაქცინა ეფექტური იყო 87– დან 89,5 %-მდე B.1.1.7– ბრიტანული შტამით ინფიცირების თავიდან ასაცილებლად. ასევე ვაქცინა 72,1-დან 75 %-მდე ეფექტური იყო B.1.351-ით ინფიცირების თავიდან ასაცილებლად.

საერთო ჯამში, იგი 97.4 %-ით ეფექტური იყო მძიმე, კრიტიკული ან ფატალური დაავადების თავიდან ასაცილებლად კორონავირუსის ნებისმიერი ფორმისგან, ხოლო 100 პროცენტით ეფექტური იყო B.1.1.7 ან B.1.351 გამოწვეული მძიმე, კრიტიკული ან ფატალური დაავადების თავიდან ასაცილებლად.

მეორე ახალი კვლევა, რომელიც გამოქვეყნდა Lancet-ში, მკვლევარები ისრაელის ჯანდაცვის სამინისტროდან უძღვებოდნენ. კვლევა დაფუძნებულია კორონავირუსული ინფექციის 230 000-ზე მეტ შემთხვევაზე, რაც ისრაელში მოხდა 24 იანვრიდან – 3 აპრილამდე. ამ პერიოდის განმავლობაში, B.1.1.7 შეადგენდა ქვეყანაში კორონავირუსების თითქმის 95%-ს, რომლებმაც ვაქცინაცია ჩაუტარეს საკუთარი მოსახლეობის ნახევარს.

მკვლევარებმა დაადგინეს, რომ Pfizer-BioNTech-ის ვაქცინა 95%-ით იცავდა ადამიანებს კორონავირუსის ინფექციის, ჰოსპიტალიზაციისა და ლეტალობისაგან, სრულად ვაქცინირებულ 16 წელს გადაცილებულ ადამიანებში. ასევე კარგად მუშაობდა ხანდაზმულ ასაკში. 85 წელს გადაცილებულ პირებში ვაქცინა 94 %-ზე მეტად ეფექტური იყო ინფექციის, ჰოსპიტალიზაციისა და სიკვდილის თავიდან ასაცილებლად.

Facebook Comments Box

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 2,588,596 ნახვა
%d bloggers like this: