პოლიტიკა

პრემიერ-მინისტრის მრჩეველი: ჩვენ ვიცით, როგორ აღვადგინოთ ეკონომიკა ინვესტიციების გზით

Nusagi

ჩემთვის დიდი პატივია, რომ საქართველოში კვლავ დავბრუნდი. საქართველო არის ძალიან ახლოს ჩემს გულთან. აქ ძალიან ბევრჯერ ვყოფილვარ სხვადასხვა რანგში. ყველაზე ახლო პერიოდში ვიყავი ევროპის საინვესტიციო ბანკის ვიცე-პრეზიდენტი და ჩემთვის დიდი პატივია, რომ ახლა, უკვე საქართველოს პრემიერის სპეციალური მრჩევლის რანგში ვიმუშავებ ქვეყნის განვითარებისა და მთავრობის ხელშეწყობისთვის – ამის შესახებ ვაზილ ჰუდაკმა მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მისივე თქმით, პანდემიის გამო ახლა რთული პერიოდია, თუმცა ეს რთული დრო შესაძლებლობების პერიოდიცაა.

„შესაძლებლობა გვაქვს გავიზარდოთ, განვვითარდეთ ბევრი სხვადასხვა მიმართულებით. აშშ-დან, ევროკავშირიდან და სხვა ქვეყნებიდან მოვიზიდოთ დახმარება. ჩვენ ვიცით, როგორ აღვადგინოთ ეკონომიკა ინვესტიციების გზით. მიმაჩნია, რომ ეს არის საქართველოს მომავალიც“, – განაცხადა ვაზილ ჰუდაკმა.

Facebook Comments Box

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 2,587,077 ნახვა
%d bloggers like this: