პოლიტიკა

ჭიჭყინით შევაჩერებთ ამ მცოცავ ოკუპაციას?!

Nusagi

ბიზნესმენმა ლევან ვასაძემ “ღამის კურიერის” ეთერში რუსეთთან დიალოგის აუცილებლობაზე ისაუბრა.

ვასაძე აცხადებს, რომ რუსეთთან დიალოგი არის ერთადერთი გზა ტერიტორიების დასაბრუნებლად. 

“სახელმწიფო დიალოგი უნდა დაიწყოს, ორ სახელმწიფო ლიდერს შორის. ჭიჭყინით შევაჩერებთ ამ მცოცავ ოკუპაციას და შარვლების ჩახდით მავთუხლართებთან? რამე მოგიტანათ პროვოკაციებმა?”-აღნიშნა ლევან ვასაძემ.

ლევან ვასაძემ დღეს სასტუმრო „თბილისი მარიოტში“ განაცხადა, რომ პოლიტიკაში მოდის და საზოგადოებრივ მოძრაობას – „ერთობა, რაობა, იმედს“ აფუძნებს.

„გადაწყვეტილების ძირითადი მიზეზი გახდა ის ფაქტი, რომ ქვეყანა შესული არის პერმანენტული კრიზისის პირობებში, როგორც პოლიტიკური, ისე ეკონომიკური, კულტურული, სოციალური, იდეოლოგიური თვალსაზრისით“, – განაცხადა ლევან ვასაძემ და დაამატა, რომ მისთვის „ბოლო წვეთი“ ე.წ. დანიელსონის დოკუმენტზე ხელის მოწერა იყო, რითაც მისივე შეფასებით, „მოხდა ქვეყნის სუვერენიტეტის უხეში ხელყოფა“.

ვასაძის მტკიცებით, საქართველო „უცხოელების ჩარევის გარეშე“ ვეღარ გადაწყვეტს როგორ იმუშაოს ცესკომ, ანტირკორუფციულმა ინსტიტებმა, ასევე ვინ დანიშნოს მოსამართლედ და ვინ არა.

საკუთარ სიტყვაში ვასაძემ ქვეყნის უკუსვლის მთავარ მიზეზად პოლიტიკური წყობის ცვლილება – საპარლამენტო მმართველობაზე გადასვლა და პრეზიდენტის ინსტიტუტის შესუსტება დაასახელა.

მანვე დააანონსა, რომ ახლადშექმნილი საზოგადოებრივი მოძრაობა 16 მაისს თბილისში საპროტესტო აქციას გამართავს.

Facebook Comments Box

ავტორის შესახებ

Info Postalioni

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 2,587,053 ნახვა
%d bloggers like this: