მედიცინა

WHO-მ Sinopharm-ის ვაქცინას ავტორიზაცია მიანიჭა

Nusagi

“ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ” (WHO) Sinopharm-ის ვაქცინა საგანგებო გამოყენებისთვის დაამტკიცა. 

WHO-ს გადაწყვეტილება ეფუძნება ორგანიზაციის სტრატეგიული საკონსულტაციო ექსპერტთა ჯგუფის მიერ მომზადებულ შეფასებას. 

დოკუმენტის მიხედვით, „დარწმუნების მაღალი ხარისხით“ მტკიცდება, რომ  კორონავირუსის წინააღმდეგ ვაქცინის ორი დოზა 18-59 წლის გამოსაცდელ ჯგუფებში ეფექტიანია. მკვლევრები „დარწმუნების საშუალო ხარისხით“ ამბობენ, რომ აცრის შემდეგ სერიოზული გვერდითი მოვლენების რისკი დაბალია.

კვირის დასაწყისში გავრცელებული კვლევის მიხედვით, ვაქცინა 78,1%-ით ეფექტიანია კორონავირუსის ინფექციის გავრცელების წინააღმდეგ. იმისათვის, რომ ვაქცინას ავტორიზაცია მიენიჭოს, ის მინიმუმ 50%-იან ეფექტიანობას უნდა აჩვენებდეს.  

WHO-ს საგანგებო გამოყენებისთვის ვაქცინის დამტკიცება ეროვნული მარეგულირებლებისთვის სიგნალია, რომ ვაქცინა უსაფრთხო და ეფექტიანია. ეს ასევე ნიშნავს, რომ ვაქცინის COVAX პლატფორმაში ჩართვა შესაძლებელია.

Sinopharm-ის კორონავირუსის ვაქცინა ტრადიციული მეთოდითაა დამზადებული. ის ინაქტივირებული ვაქცინაა. ორგანიზმში შეყვანის შემდეგ, ვირუსის დასუსტებული ვერსია ორგანიზმის იმუნურ რეაქციას იწვევს და ორგანიზმი ვირუსთან ბრძოლას სწავლობს. 

საქართველოში Sinopharm-ით ვაქცინაცია 4 მაისს, “ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის” (WHO) გადაწყვეტილებამდე დაიწყო. 18 წლის ზემოთ ასაკის მოქალაქეებს აცრის გასაკეთებლად ვიზიტის დაჯავშნად უნდა დარეგისტრირდნენ ვებგვერდზე booking.moh.gov.ge ან დარეკონ ტელეფონის ნომერზე 15 22.  

Facebook Comments Box

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 2,586,980 ნახვა
%d bloggers like this: