პოლიტიკა

აპირებს თუ არა ვარლამ გოლეთიანი პოლიტიკოსებთან გაერთიანებას

Nusagi

“გამოვრიცხავთ რაიმე პარტიული გზებით მოქმედებას. ჩვენ ვართ სახალხო მოძრაობა და ვცდილობთ თვითონ ჩვენ, ხალხმა მოვახერხოთ გაერთიანება ამა თუ იმ პრობლემის ირგვლივ და ჩვენი გაერთიანებით, ყოველგვარი პარტიული დღის წესრიგის გარეშე შევძლოთ გადაწყვეტა და დაქირავებული ხელისუფლების იძულება, რომ იყოს გამტარი და აღმსრულებელი ხალხის ნების. ეს არის ჩვენი სურვილი.“– ამის შესახებ ე.წ რიონის ხეობის მცველმა, ვარლამ გოლეთიანმა განაცხადა.

მისი თქმით, შესაძლოა 16 მაისის აქციასთან გარკვეულ საკითხებზე ხედვები ერთმანეთს ემთხვეოდეს, თუმცა საბოლოო ჯამში მათ შორის მნიშვნელოვანი განსხვავება არსებობს.

რაც შეეხება იმ ფეისბუქგვერდებს, რომელიც იქმნება ისტერიულად და თან სპონსორდებიან ასეთი გვერდები, ვინ დგას ამის უკან ეს ჩვენ არ ვიცით და სიმართლე გითხრათ არც გვაინტერესებს, მაგრამ ავრცელებენ ინფორმაციას, რომ თითქოს 16 მაისის აქციასთან ვერთიანდებით, რომ ჩვენი ხედვები ერთი და იგივეა რიგ საკითხებთან დაკავშირებით…

რაღაც ხედვებში შეიძლება არსებობდეს თანხვედრა, მაგრამ საბოლოო ჯამში დღის წესრიგის და მესიჯბოსქების მიხედვით გვაქვს მთელი რიგი მნიშვნელოვანი აცდენები.

კიდევ ერთხელ ვამბობ, იდეოლოგიურად და საფუძველშივე გამოვრიცხავთ რაიმე პარტიული გზებით მოქმედებას“ – განაცხადა ვარლამ გოლეთიანმა.

ცნობისთვის, სოციალურ ქსელში ვრცელდებოდა ინფორმაცია, თითქოს სამოქალაქო აქტივისტის ვარლამ გოლეთიანისა და ლევან ვასაძის ახალი პოლიტიკური პარტიის იდეები ერთმანეთს ემთხვეოდა. 

Facebook Comments Box

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 2,587,027 ნახვა
%d bloggers like this: