საზოგადოება

ევროპის ქვეყნები, რომლებიც ახლა ლოქდაუნიდან გამოდიან

Nusagi

ევროპის ქვეყნები შეზღუდვებს ამსუბუქებენ და ცხოვრების ჩვეულ რიტმს ნელ-ნელა უბრუნდებიან. ინფორმაციას ამის შესახებ DW ავრცელებს.

ევროპის ქვეყნები, რომლებიც ახლა ლოქდაუნიდან გამოდიან:

გერმანია: 9 მაისიდან გერმანია ვაქცინირებული პირებისთვის და მათთვის, ვინც კოვიდი უკვე დაამარცხა, შეზღუდვებს ხსნის.

კერძოდ, სრულად ვაქცინირებული პირებისთვის მოიხსნება კომენდანტის საათი და არასასურსათო მაღაზიებში შესასვლელად საჭირო აღარ იქნება სწრაფი ტესტის ჩატარება. გერმანიის მოსახლეობის 30 პროცენტზე მეტმა უკვე მიიღო ვაქცინის სულ მცირე ერთი დოზა.

საბერძნეთი: 3 მაისიდან ქვეყანაში ბარები და რესტორნები გაიხსნა. თუმცა, ისინი მუშაობას შეზღუდულ რეჟიმში აგრძელებენ. სტუმრების გარე სივრცეებში განთავსება ნებადართულია. მაგიდები ერთმანეთისგან ორმეტრიანი დისტანციის დაშორებით დგას, ხოლო ერთ მაგიდასთან ექვსზე მეტი ადამიანი ვერ ჯდება. რესტორნის პერსონალს კოვიდზე ტესტი კვირაში ორჯერ უტარდებათ.

რესტორნები  23:00 საათამდე მუშაობენ, რის შემდეგაც კომენდანტის საათი მოქმედებს. საბერძნეთში 10 მაისიდან სკოლები გაიხსნება. 15 მაისიდან კი ვაქცინირებულ და კოვიდგადატანილ ტურისტებს ქვეყანაში შესვლა კარანტინის გავლის გარეშე შეეძლებათ.

საფრანგეთი: 19 მაისიდან  ქვეყანაში კაფეები, ბარები და რესტორნები გაიხსნება. საფრანგეთში კომენდანტის საათმა 19:00-დან 21:00-მდე გადაიწია.

იტალია: 3 მაისიდან ქვეყანაში  მუზეუმები და კინოთეატრები გაიხსნა. ქვეყანაში ასევე გაიხსნა ბარები და რესტორნები, რომლებიც შეზღუდულ რეჟიმში, კომენდანტის საათი ამოქმედებამდე, 22:00-მდე მუშაობას.

15 მაისამდე ქვეყანაში შესვლის მსურვებელებს უარყოფითი PCR ტესტის წარდგენა და 5 დღიანი სავალდებულო კარანტინის გავლა მოუწევთ. ხოლო, 15 მაისის შემდეგ ქვეყანაში შემოდის ე.წ. მწვანე ვაქცინაციის პასპორტი, რომლის მეშვეობითაც ვაქცინირებულ პირებს ქვეყანაში შესვლა უპრობლემოდ შეეძლებათ.

ამ დროის მონაცემებით, იტალიაში მოსახლეობის 25%-ია ვაქცინირებული.

ნიდერლანდები: ქვეყანაში ბარები და რესტორნები უკვე გაიხსნა. ისინი 12:00-18:00-მდე ფუნქციონირებს. ნიდერლანდებში გაუქმდა კომენდანტის საათი. მუზეუმები და კინო-თეატრები კვლავ დახურულია. სკოლებსა და უნივერსიტეტში სწავლა ონლაინ რეჟიმში მიმდინარეობს. თუმცა, მოსწავლეებს საკლასო ოთახებში სწავლის პროცესზე დასწრება კვირაში ერთი დღე შეუძლიათ.

ჩეხეთი: 3 მაისიდან ქვეყანაში განახლდა საცალო ვაჭრობა და გაიხსნა ბაზრები. ჩეხეთში ამ დროისათვის ვაქცინის სულ მცირე ერთი დოზა მოსახლეობის 18 %-ს აქვს მიღებული.

Facebook Comments Box

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 2,588,596 ნახვა
%d bloggers like this: