მედიცინა

მე მეგონა, მარტო მე მლანძღავენ და მთათხავენ

Nusagi

გიორგი ღოღობერიძე ახალგაზრდა სპეციალისტია, კითხულობს ინფორმაციას, აკეთებს ანალიზს და მოსახლეობის განათლებას ეწევა. ძალიან საწყენია, რომ არიან ადამიანები, მათ შორის კოლეგებიც, რომლებიც გიორგის ლანძღავენ და საშინლად ექცევიან,-ამის შესახებ პროფესორმა გიორგი ფხაკაძემ მორიგი ფეისბუქ ლაივის დროს განაცხადა.

ფხაკაძემ მოუწოდა იმ ადამიანებს, იმ კოლეგებს, რომლებიც ღოღობერიძის კრიტიკით არიან დაკავებული, თავად გააკეთონ კეთილი საქმეები.

„ის, რომ ახალგაზრდა სპეციალისტს რამე პატარა შეცდომა მოუვიდეს, ეს სრულიად ნორმალურია. ნეტა ასეთი გვყავდეს ბევრი-მონდომებული, უანგარო. არ მესმის, ასე გადაუარო და დააკარგინო სტიმული მონდომებულ ახალგაზრდა, წარმოუდგენელია. გთხოვთ, ნუ აყვებით სისულელეებს, 100%-იანი მარტო ღმერთია, ყველას რაღაც შეიძლება შეგვეშალოს. მეც ძალიან ბევრს ვკითხულობ, მაგრამ ბევრი რამ არ ვიცი, რადგან ვერ ვასწრებ ყველაფრის წაკითხვას. რატომ არავინ უყურებს იმას, რამდენ პოზიტიურ საქმეს აკეთებს გიორგი ღოღობერიძე. ძალიან მეწყინა, როდესაც ვნახე რამდენიმე პოსტი, სადაც გიორგის საშინლად ექცევიან. ის ადამიანებს ეხმარება, ძალიან კარგ საქმეს აკეთებს, დროთა განმავლობაში კიდევ უფრო მეტ გამოცდილებას მიიღებს, მაგრამ რა უბედურებაა ეს ბოღმა, იმის მაგივრად, ერთმანეთს დავეხმაროთ, ძალიან მიკვირს და მწყინს, რომ თავად ახალგაზრდა სპეციალისტები ხარჯავენ საზიზღარ ენერგიას. თუ რამე შეუძლიათ, ადგნენ და თვითონ გააკეთონ კეთილი საქმეები“,-აცხადებს გიორგი ფხაკაძე.

მისივე თქმით, სოციალურ ქსელში ნეგატიური კომენტარები ახალგაზრდა, მონდომებულ ადამიანებს მოტივაციას უკარგავს. 

„გიორგი ძალიან ძლიერი ადამიანია, მაგრამ ყველა არ არის ძლიერი. საჯაროდ კრიტიკის ნაცვლად, წაიკითხეთ წიგნები, ჩართეთ ლაივი თავად და გააკეთეთ ის, რასაც გიორგი აკეთებს. არ შეიძლება პიროვნული ლანძღვები, უნდა მოვეფეროთ ერთმანეთს, დავეხმაროთ, საქართველო ძალიან პატარაა და ამ ნეგატივით ერთმანეთს კი არა, საკუთარ თავს ვუთხრით სამარეს. იმედი მაქვს, გიორგი ღოღობერიძე არ ჩავარდება ამ ხაფანგში და კვლავაც გააგრძელებს იმ მნიშვნელოვანი საქმის კეთებას, რასაც აკეთებს. მედიცინა არ არის 100%-იანი. მედიცინა არის 90%-ანი და 10%-იანი შეცდომა ნებისმიერ ექიმს მოსდის“,-განაცხადა მან

Facebook Comments Box

ავტორის შესახებ

Info Postalioni

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 2,588,622 ნახვა
%d bloggers like this: