პოლიტიკა

ოპოზიციაში ხარისხობრივად კარგები ვართ, მაგრამ რიცხოვნობა არ გვაქვს, დენიკინის ჯარებივით ვართ

Nusagi

პრეზიდენტმა ვეტო არა, მაგრამ ისე დაგვადო,-ამის შესახებ გუბაზ სანიკიძემ ტვ-პირველის ეთერში საუბრისას განაცხადა.

მისივე თქმით, ქართულ პოლიტიკაში სასწაულებს არ ელის, მაგრამ სალომე ზურაბიშვილმა შტურმს ვერ გაუძლო და უკან დაიხია. გუბაზ სანიკიძემ ოპოზიცია გააკრიტიკა და განაცხადა, რომ მათ დინამიური მოქმედებები არ აქვთ და თავიანთ ამომრჩეველს ვერ არწმუნებენ.

„იმასაც ვერ ხვდებიან, ეს ყველაფერი როგორ გამოიყურება ამომრჩევლის თვალში. ფაქტია, რომ ოპოზიციის მიმართ ამომრჩეველი არის ძალიან დაეჭვებული. მე დიდხანს ვაფრთხილებდი ჩემს მეგობრებს, რომ ისე ნუ იზამთ, ამომრჩეველმა უარი თქვას პოლიტიკურ ოპოზიციაზე. ეს პროცესი უკვე დაწყებულია და ის, რომ ოპოზიციამ დიდ მიტინგს თავი ვერ მოაბა, ამის მიზეზია. ბოიკოტი იყო გამაერთიანებელი, მაგრამ ამ ერთიანობის უკან საერთო ძალიან ცოტა იყო. მივიღეთ ის, რაც მოსალოდნელი იყო“,-განაცხადა მან.

გუბაზ სანიკიძის განცხადებით, უახლოეს დღეებში აპირებს უკრაინაში, მიხეილ სააკაშვილთან ჩასვლას და „ნაციონალური მოძრაობის“ მომავალ გეგმებზე საუბარს.

„ოპოზიციამ ასე თუ გააგრძელა, ეს იქნება მისი ბოლო სეზონი, რადგან პოლიტიკაში სერიოზული ფიგურები შემოდიან- გახარია და ვასაძე. ეს კი, რადიკალურად შეცვლის ყველაფერს. ეს ადამიანები პრობლემას შეუქმნიამ ქართულ ოცნებას. დანამდვილებით ვიცით, რომ ენმ-ს ხმებს ვერ წაართმევენ. საქართველოში ყველაზე სტაბილური ამომრჩეველი სააკაშვილს ჰყავს, ეს არის რკინა-ბეტონი და სალი კლდე, მაგრამ ხელისუფლება რომ მარცხდება, ვიღაცამ ხომ უნდა მოუგოს. ამიტომ, სერიოზული გადაწყობები არის საჭირო. ოპოზიციაში მაღალი კლასის პოლიტიკოსები ვართ, მაგრამ დენიკინის ჯარივით ვართ, გენერლები, პოლკოვნიკები გვყავს, მაგრამ ჯარი- არა. ხარისხობრივად კარგები ვართ, მაგრამ რიცხოვნობა არ გვაქვს, ვერ ავიყოლიეთ და ვერ დავარწმუნეთ ქართველი ამომრჩეველი“,-განაცხადა სანიკიძემ.

Facebook Comments Box

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 2,587,027 ნახვა
%d bloggers like this: