პოლიტიკა

„პრეზიდენტის გადაწყვეტილება არასწორი იყო“ – გიგი წერეთელი

Nusagi

„ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი, გიგი წერეთელი, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში შეტანილ ცვლილებებზე პრეზიდენტის მიერ ვეტოს არ გამოყენებას გამოეხმაურა. 

წერეთლის თქმით, პრეზიდენტის მოსაზრება იყო საკმაოდ ურთიერთგამომრიცხავი და იმაზე აპელირება, რომ ეს კანონი არ იყო შეუსაბამო კონსტიტუციასთან უადგილო იყო.

ამასთან, წერეთლის განცხადებით, შეხვედრები მმართველ გუნდთან მხოლოდ ფონის შესაქმნელად იყო, თითქოს ღრმა კონსულტაციები მიმდინარეობდა.

„პრეზიდენტის ეს გადაწყვეტილება იყო არასწორი, მიუხედავად იმ მცდელობისა, დასაბუთების, რომელიც მან შემოგვთავაზა. ძალიან ურთიერთგამომრიცხავი მოსაზრებები იყო და აპელირება იმასთან დაკავშირებით, რომ კონსტიტუციასთან არ არის რაიმე შეუსაბამო, აბსოლუტურად უადგილო იყო აქ, რადგან აქ მთავარი ამოცანა იყო სწორედ პოლიტიკური მიზანშეუწონლობის გამო ამ ვეტოს გამოყენება

ვფიქრობ, რომ საქართველოსთვის, რომელსაც აქვს ამგვარი სურვილი, რომ დემოკრატიულად განვითარდეს, როცა იყო ასეთი პოზიცია სამოქალაქო საზოგადოების ამ კანონთან დაკავშირებით, ოპოზიციის, ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების და ჩვენ ყველამ კარგად ვნახეთ აშშ-ის საელჩოს განცხადება, ასეთ შემთხვევაში უნდა ყოფილიყო მცდელობა პრეზიდენტის მხრიდან, რომ ცვლილებები მომხდარიყო სწორედ ვეტოს გამოყენების საშუალებით“, – განაცხადა გიგი წერეთელმა.

Facebook Comments Box

ავტორის შესახებ

Info Postalioni

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 2,595,028 ნახვა
%d bloggers like this: