უცხოური მედია

საბჭოთა კავშირის კომპარტიის ცენტრალური კომიტეტის ყოფილი მდივანი ეგორ ლიგაჩოვი გარდაიცვალა

Nusagi

საბჭოთა კავშირის კომუნისტური პარტიის ცენტრალური კომიტეტის ყოფილი მდივანი ეგორ ლიგაჩოვი მოსკოვში გარდაიცვალა. ის 101 წლის იყო. ინფორმაციას Deutche Welle ავრცელებს.

7 მაისს ლიგაჩოვი ცენტრალურ კლინიკურ საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც მას მკურნალობა ჩაუტარდა, თუმცა გადარჩენა ვერ მოხერხდა.

ლიგაჩოვი 1985-1988 წლებში საბჭოთა კავშირის კომუნისტური პარტიის მდივნის თანამდებობას იკავებდა. ის იდეოლოგიურ მიმართულებას კურირებდა და მიხეილ გორბაჩოვის „მშრალ კანონზე“ იყო პასუხისმგებელი.

თუმცა ისტორიაში ლიგაჩოვი სხვა რამის გამო შევიდა. 1988 წელს კომუნისტური პარტიის მე-19 კონფერენციაზე მან ბორის ელცინს მიმართა და უთხრა „ბორის, შენ მართალი არ ხარ!“ სწორედ ამ ფრაზით შევიდა ლიგაჩიოვი ისტორიაში.

Facebook Comments Box

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 2,587,295 ნახვა
%d bloggers like this: