პოლიტიკა

ალეკო ელისაშვილი: ევროკავშირი არც ნიკა მელიას პოლიტპატიმრობას აღიარებს და არც მის ნელსონ მანდელობას

Nusagi

გირაოს გადახდით, ვროკავშირი არც მელიას პოლიტპატიმრობას აღიარებს და არც მის ნელსონ მანდელობას, არამედ ეს კრიზისის დასაძლევად გადადგმული ნაბიჯი იყო, – ამის შესახებ ჟურნალისტებს „მოქალაქეების” ერთ-ერთმა ლიდერმა ალეკო ელისაშვილმა განუცხადა.

„ქართულ ოცნებას” უნდა მაქსიმალურად აბუჩად აიგდოს ნიკა მელია. მან ამის საფუძველი ობიექტურად მისცა. „ნაციონალურ მოძრაობას” და მის გარშემო შემოკრებილ პატარა პარტიებს კი უნდათ, ლამის ცოტნე დადიანად წარმოაჩინონ მელია.

უნდათ, რაღაცნაირად სახე შეინარჩუნუნ. მიხვდნენ, რომ ძალიან არასერიოზულად გამოუვიდათ მთელი ეს ისტორია – მაინც იმას აკეთებენ, რასაც კატეგორიულად უარყოფდნენ და გულში მჯიღს ირტყამდნენ. ევროკავშირი არც მის პოლიტპატიმრობას აღიარებს და არც ნიკა მელიას ნელსონ მანდელობას. ევროკავშირმა უბრალოდ გზა გახსნა კრიზისის დასაძლევად, მორჩა და გათავდა“, – განაცხადა ელისაშვილმა.

დეპუტატი ვარაუდობს, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ პარლამენტში შევა, რადგან ამისთვის გზებს ეძებენ. მისივე თქმით, ბევრს ერთი სული აქვს პარლამენტში შევიდეს.

Facebook Comments Box

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 2,588,632 ნახვა
%d bloggers like this: