რელიგია

„დარწმუნებული ვარ, მეუფე ანტონი ამას განიცდის და ნანობს“ – მეუფე დიმიტრი

Nusagi

მიტროპოლიტი მეუფე დიმიტრი შიოლაშვილი ,,მთავარი არხის” ჟურნალისტზე თავდასხმის ფაქტს გამოეხმაურა.

მეუფის თქმით, ყველანაირი ძალადობა დასაგმობია.

„ძალადობა ყოვლად დასაგმობია. ეს ცხადზე უცხადესია. თავისთავად ეს ყველაფერი ლამაზი არ იყო და დარწმუნებული ვარ, მეუფე ანტონი ამას განიცდის და ნანობს. საერთოდ, რაც ბოლო პერიოდში ხდება, ძალიან რთული აღსაქმელი და მოსასმენია. ერთი რამ არის გასათვალისწინებელი, ამ ყველაფერს გარკვეულწილად ცოტა პროვოკაციული ელფერი გასდევს, თუნდაც დავით გარეჯის ინციდენტს გამოვეხმაურები“, – განაცხადა მეუფემ.

მეუფე დიმიტრი შიოლაშვილი დავით გარეჯში მომხდარ ინციდენტსაც გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ფაქტს პროვოკაციის ელფერი გასდევდა.

„ბატონი ივერი მელაშვილი მყავს მხედველობაში. როდესაც იცი, რომ გარეჯელი ბერების ხსენების დღეა, იცი რომ უამრავი მომლოცველია ჩასული და ისიც ცხადია, რომ შენი ხელის მოწერის შემდეგ, სალოცავში არავინ არ უშვებს არც მომლოცველებს, არც მოძღვრებს … შენ ჩადიხარ რბილად, რომ ვთქვათ ზედმეტად მოჭარბებული კრიტიკის ტელევიზიასთან ერთად, იცი რომ იქ შესაძლებელია მოხდეს უსიამოვნება. ვფიქრობ, რომ გარკვეულწილად ამასაც პროვოკაციის ელფერი გასდევს“, – აცხადებს მეუფე.

Facebook Comments Box

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 2,587,299 ნახვა
%d bloggers like this: