პოლიტიკა

კახა ოქრიაშვილი: მთავარი მელიას და რურუას გამოშვება ხომ არაა?

Nusagi

9 წლის მანძილზე ჩვენ ერთ ადგილზე ვდგავართ, ქვეყანა წინ არ მიდის. მთავარი ხომ არ იყო ნიკას გამოსვლა, გიორგი რურუას გამოსვლა. მთავარი არის რიგგარეშე არჩევნები, მთავარი არის ის, რომ არჩევნები გაყალბდა. არჩევნები უნდა ჩაინიშნოს ახლიდან”, – ამის შესახებ განაცხადა, “ქართული ოცნების” ყოფილმა წევრმა, წლების წინ “ნაცმოძრაობის” მხარდამჭერმა და ამჯერად “გაერთიანებული ოპოზიციის” წევრმა კახა ოქრიაშვილმა.

“9  წელიწადია ჩვენ წინ არ მივდივართ. ახლა ყველაფერზეა გადატანილი ყურადღება, ეკონომიკური პრობლემების გარდა. ჩვენი ეკონომიკა არის ჩამოშლილი, ხალხი შიმშლობს.

მე ვთვლი, რომ პარლამენტის მუშაობაში უნდა ჩავერთოთ მხოლოდ იმ საკითხებში, რომლებიც აღნიშნულია იმ ხუთპუნქტიან გეგმაში”, – განაცხადა კახა ოქრიაშვილმა ინგა გრიგოლიასთან.

კახა ოქრიაშვილის განცხადებებს გუშინ გამოეხმაურა „სტრატეგია აღმაშენებლის“ წევრი სერგო ჩიხლაძე.

“უტიფრობის, უპრინციპობის და მედროვეობის კლასიკური მაგალითი- ოქრიაშვილი! 9 წელი რომ ნაცების მეხოტბე ხარ, მერე 8 წელი ოცნების აპოლოგეტი, მერე ისევ ნაცზე უფრო ნაცი ხდები და სხვას ქოცობაში სდებ ბრალს. 17 წელი რომ პარლამენტში ზიხარ, თან თითო წამალში რომ 300%-ს უგებ და თან რომ წუწუნებ წაგებაზე ვმუშაობო. ფუუ”, – წერს სერგო ჩხილაძე.

Facebook Comments Box

ავტორის შესახებ

Info Postalioni

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 2,587,302 ნახვა
%d bloggers like this: