პოლიტიკა

ნიკა მელიას, როგორც თბილისელი თბილისელს, ისე დაველაპარაკე, ბავშვობიდან ყველა არასწორად დაჩაგრულის გვერდში ვარ

Nusagi

“ნიკა მელიას გირაოს გადახდა რომ მოხდა, ეს არის ზუსტად ოპოზიციის ნაწილის შედეგი, „ლელოს“ აქვს ლომის წილი მიღებული ამ პროცესში და იცით, გირაოს გარდა, თავდებობის ხელწერილებიც კი ავიღეთ.” – განაცხადა მამუკა ხაზარაძემ, ლელოს ლიდერმა.

„ამას იმიტომ კი არ ვაკეთებთ, რომ „ნაციონალურ მოძრაობას“ რაიმე რევერანსს ვუკეთებთ; ამას იმიტომ ვაკეთებთ, მე რომ შევედი ნიკასთან, პირდაპირ გეტყვით ახლა, არაფერი დასამალი არ არის, როგორც თბილისელი თბილისელ კაცს დაველაპარაკე და ყველა გაჭირვებული ადამიანის, არასწორად დაჩაგრული ადამიანის გვერდში ვარ მე, ბავშვობიდან ასე ვიზრდები“, – განაცხადა „ტვ პირველის“ ეთერში მამუკა ხაზარაძემ.

მისი თქმით, ნიკა მელიას გათავისუფლების მერე, „ნაციონალური მოძრაობა“ უნდა ჩაებას საპარლამენტო საქმიანობაში, რათა შეიქმნას საგამოძიებო კომისია 20 ივნისის მოვლენებთან დაკავშირებით.

Facebook Comments Box

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 2,587,289 ნახვა
%d bloggers like this: