უცხოური მედია

ომსკის ოლქის ჯანდაცვის მინისტრი, რომელიც ტყეში გაუჩინარდა, ცოცხალი იპოვეს

Nusagi

რუსეთში, ომსკის ოლქის ჯანდაცვის მინისტრი, ალექსანდრ მურახოვსკი, რომელსაც პარასკევის შემდეგ ეძებდნენ, ცოცხალი იპოვეს, – ამის შესახებ ინფორმაციას რუსული ტელეგრამ-არხი Mash Siberia ავრცელებს.

გავრცელებული ინფორმაციით, ამ დროისთვის მურახოვსკის ჯანმრთელობის მდგომარეობა და გაუჩინარების მიზეზი უცნობია.

ალექსანდრ მურახოვსკი ტყეში სანადიროდ 7 მაისს წავიდა, რის შემდეგაც აღარ გამოჩენილა. გუშინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ მინისტრის კვადროციკლი ტყეში იპოვეს.

„დოიჩე ველე“ წერს, რომ ალექსანდრ მურახოვსკი პირველი ექიმი იყო, რომელმაც ნერვული აგენტით მოწამლულ ალექსეი ნავალნის უმკურნალა. კერძოდ, ის იმ საავადმყოფოს მთავარი ექიმი იყო, სადაც მძიმე მდგომარეობაში მყოფი ნავალნი 2020 წლის აგვისტოს ბოლოს გადაიყვანეს. მაშინ მურახოვსკიმ განაცხადა, რომ თავდაპირველი ლაბორატორიული კვლევების შედეგად ნავალნის ორგანიზმში ნერვული აგენტის კვალი არ აღმოჩნდა.

მურახოვსკი ოლქის ჯანდაცვის მინისტრის თანამდებობაზე გასული წლის ნოემბერში დანიშნეს.

Facebook Comments Box

ავტორის შესახებ

Info Postalioni

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 2,595,028 ნახვა
%d bloggers like this: