Uncategorized

ფაშინიანი – თურქეთი სომხეთის მტერია, მაგრამ ეს მტრობა მართვადი უნდა იყოს

Nusagi

თურქეთი ისტორიული მტერია, მაგრამ ორ ქვეყანაში ეს მტრობა უნდა იყოს გარკვეულ ჩარჩოში მოქცეული და კონტროლს ექვემდებარებოდეს. ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა განაცხადა.

„რა თქმა უნდა, თურქეთი მტერია, ეს ისტორიული ფაქტია, მაგრამ დადგა დრო, რომ ეს მტრობა იყოს მართვადი“,-განაცხადა მთავრობის მეთაურმა პარლამენტის სხდომაზე.

სომხეთი და საფრანგეთი აღნიშნავენ, რომ თურქეთი აზერბაიჯანს მხარს უჭერდა სომხეთის წინააღმდეგ საომარი მოქმედებების დროს. ამასთან, საუბარია არა მხოლოდ სამხედრო ტექნიკაზე, არამედ ცოცხალ ძალაზეც, ანკარა და ბაქო ამ ინფორმაციას უარყოფენ.

რუსეთის საშინაო დაზვერვის სამსახურის ხელმძღვანელმა სერგეი ნარიშკინმა 6 ოქტომბერს განაცხადა, რომ რეგიონისკენ დაიძრნენ საერთაშორისო ტერორისტული ორგანიზაციების დაქირავებული მებრძოლები. საუბარია ათასობით რადიკალზე, რომლებიც ყარაბაღის ომზე ხელის მოთბობას აპირებენ. 

Facebook Comments Box

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 2,594,988 ნახვა
%d bloggers like this: