პოლიტიკა

კობახიძე გახარიას გუნდზე -„როცა პოლიტიკური ნიშნით განმწესებული პირი ტოვებს თანამდებობას, ეს ზეწოლა არ არის – ჩემი რჩევაა, ერთიან „მესიჯბოქსში“ ჩაჯდნენ“

Nusagi

„როცა პოლიტიკური ნიშნით განმწესებული თანამდებობის პირი ტოვებს თანამდებობას, ეს არავითარი ზეწოლა არ არის, ეს არის პოლიტიკური პროცესი“, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ გიორგი გახარიას გუნდზე საუბრისას განაცხადა.

როგორც კობახიძემ აღნიშნა, გახარიას გუნდის წევრები რეგიონებში უმტკიცებდნენ ყველას, რომ ე.წ. „ქართული ოცნების“ პროექტი იყვნენ.

„თუ ვინმე იყო პოლიტიკური ნიშნით დანიშნული, ის ბუნებრივია, თანამდებობას დატოვებს პოლიტიკური ნიშნით. რაც შეეხება ე.წ. გახარიას გუნდს, ისინი მთელი ამ ხნის განმავლობაში დადიოდნენ მათ შორის რეგიონებში და უმტკიცებდნენ ყველას, რომ იყვნენ ე.წ. „ქართული ოცნების“ პროექტი. ამ ტყუილით აწონებდნენ თავს ბიზნესმენებს, აქტივისტებს და ა.შ. ახლა აერიათ მესიჯბოქსი და გადავიდნენ იმაზე, რომ თითქოს მათზე ზეწოლა ხორციელდება.

როცა პოლიტიკური ნიშნით განმწესებული თანამდებობის პირი ტოვებს თანამდებობას, ეს არავითარი ზეწოლა არ არის, ეს არის პოლიტიკური პროცესი. ჩაჯდნენ ერთიან მესიჯბოქსში, ეს არის ჩემი რჩევა.

კონკრეტული ინფორმაცია გვაქვს, მიდიოდნენ ჩვენს მხარდამჭერებთან ბიზნესმენებთან და ეუბნებიან, რომ ისინი სინამდვილეში არიან „ქართული ოცნების“ პროექტი“, რაც არის მარტივი ტყუილი. ასეთი ტყუილით ისინი პოლიტიკაში წარმატებას ვერ მიაღწევენ. დღეს კარგია, რომ მათ ეს მესიჯბოქსი აერიათ“, – განაცხადა კობახიძემ.

Facebook Comments Box

ავტორის შესახებ

Info Postalioni

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 2,588,559 ნახვა
%d bloggers like this: