საზოგადოება

მოაწერს თუ არა ხელს ენმ შარლ მიშელის დოკუმენტს? – ნიკა მელიას განმარტება

Nusagi

„ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის ნიკა მელიას განცხადებით, პარტიაში შარლს მისელის დოკუმენტზე ხელმოწერასთან დაკავშირებით, კონსულტაციები და კენჭისყრა უახლოეს დღეებში გაიმართება.

მისი თქმით, „ნაციონალური მოძრაობა“ გადაწყვეტილებას სხვა პარტიებთანაც შეათანხმებს.

„დიდი ალბათობით, ჩატარდება კენჭისყრა და კენჭისყრა გამოავლენს იმ პოზიციას, რომელსაც მივემხრობით დანარჩენები.

რამდენჯერაც უნდა დამისვათ კითხვა, მოვაწერ თუ არა იმ შეთანხმების დოკუმენტს ხელს, ახლა ვერ გიპასუხებთ. ეს დოკუმენტი ძალიან ნაკლოვანიც არის და ბევრი კითხვაც ისმის ყველას მხრიდან, მათ შორის ჩვენი მეგობარი კოლეგების მხრიდან, რომელთაც უკვე ხელი მოაწერეს. მე მათ გადაწყვეტილებას პატივს ვცემ.

მიკვირს, როცა ვინმეს აქვს განცდა, რომ შეიძლება ხვალ ან ზეგ მოვაწეროთ დოკუმენტს ხელი. ამას დასჭირდება მინიმუმ ერთი კვირა, რომ საბოლოო გადაწყვეტილება მივიღოთ. დარწმუნებული ვართ, „ნაციონალური მოძრაობა“ ერთიან გადაწყვეტილებას მიიღებს, რასაც აუცილებლად შევუთანხმებ სხვა პარტიების ლიდერებს“, – აღნიშნა ნიკა მელიამ.

ნიკა მელია მიიჩნევს, რომ ოპოზიციის ბრძოლის გასაგრძელებლად, მნიშვნელოვანია ერთიანობა ადგილობრივ არჩევნებზეც შენარჩუნდეს.

Facebook Comments Box

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 2,588,622 ნახვა
%d bloggers like this: