ჯანდაცვა

რა უკუჩვენებები აქვს ვაქცინებს და რა უნდა გავითვალისწინოთ ვაქცინაციის შემდეგ?- სპეციალისტების განმარტება

Nusagi

სპეციალისტები მაია ქაჩლიშვილი და ივანე ჩხეიძე Covid 19-ის საწინააღმდეგო ვაქცინასთან დაკავშირებით დამატებით განმარტებებს აკეთებენ. სპეციალისტების განცხადებით, ვაქცინაციამდე განსაკუთრებული მომზადება საჭირო არ არის.

„რაც შეეხება ვაქცინაციის ალერგიულ რეაქციას, არის სწრაფი ტიპის და დაგვიანებული ტიპის. ადამიანებს ვაყოვნებთ იმისთვის, რომ თუ მოხდა სწრაფი ტიპის რეაქცია, ის ჩვენს მეთვალყურეობის ქვეშ იყოს.

ვაქცინის შემდეგ შეიძლება დაეწყოთ უმნიშვნელო ქავილი და გამონაყარი. ანაფილაქსიური შოკი კი პირველ 20 წუთში ვითარდება

გვერდითი მოვლენის დროს შეძლება ჰქონდეთ: კუნთების, სახსრების და თავის ტკივილი, გულისრევის შეგრძნება, ასევე, შეიძლება მოუმატოს არტერიულმა წნევამ, შეიძლება შეამცივნოს და ტემპერატურამ აუწიოს, ამ დროს პირველი ჯგუფის პრეპარატად ითვლება პარაცეტამოლი, შეიძლება დაემატოს იბუპროფენი.

გადატანიდან 120 დღის შემდეგ შესაძლებელია აცრა. არ სჭირდება მას ანტისხეულების განსაზღვრა“ – განაცხადა მაია ქაჩლიშვილმა.

„თუ თქვენ 2-3 დღის შემდეგ გაგივითარდათ რეაქცია, რომელსაც უკავშირებთ ვაქცინას, ეს შეიძლება იყოს გამონაყარის სახით. ასეთი ფაქტი, რომ მოგვიანებით განვითარდეს ანაფილაქსიური რეაქცია, დადასტურებული არ არის. თუ ეს რეაქცია მძიმეა და გამონაყართან ერთად არის ქავილი, თვალების შეშუპება, უმჯობესია მიმართოს ექიმს.

ეს არის საშუალო სიმძიმის გვერდითი მოვლენები. ეს არ არის ისეთი რეაქცია ორგანიზმის, რომელსაც ჰოსპიტალიზაცია ან ექიმის კონსულტაცია სჭირდება, ამ სიმპტომების მართვა თავისუფლად შეიძლება ბინაზე.

საქართველოში 45 წუთია დაკვირვების პერიოდი. ასე რომ ყველა ის რეაქცია, რომელიც შეიძლება განვითარდეს მძიმე გართულების სახით და განვითარდება სამედიცინო დაწესებულებაში, ექიმის და ექთნის მეთვალყურეობის ქვეშ მოხდება, აქედან გამომდინარე რისკები მინიმუმადე არის დაყვანილი“, – აღნიშნავს ივანე ჩხაიძე.

Facebook Comments Box

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 2,588,622 ნახვა
%d bloggers like this: