მედიცინა

ხვალიდან ასტრა ზენეკას ვაქცინით აცრა 45 წლიდან იქნება შესაძლებელი

Nusagi

„ასტრაზენეკას“ ვაქცინით აცრის ასაკობრივმა ჯგუფმა 45 წლის ასაკამდე დაიწია,-ინფორმაციას საქართველოს დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, 45 წელს ზემოთ მოქალაქეები ვაქცინაციისთვის რეგისტრაციის გავლას 12 მაისის 20:00 საათიდან შეძლებენ.

მოქალაქეებს ვაქცინაციაზე რეგისტრაცია ცხელი ხაზის – 15 22-ის მეშვეობითაც შეეძლებათ.

COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაციის შესახებ ინფორმაციის მისაღებად ცხელი ხაზი – 15 22 ყოველდღე, შაბათ-კვირის ჩათვლით, 09:00 საათიდან 23:00 საათამდე მუშაობს.

გარდა ამისა, ხვალ, 20:00 საათიდან, „სინოფარმის“ (Sinopharm) მეორე დოზებზე რეგისტრაცია გაიხსნება.

რეგისტრაციის პორტალი: http://booking.moh.gov.ge/

COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაცია ინფექციისაგან თავდაცვის ეფექტური და უსაფრთხო საშუალებაა! ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია, საზოგადოებრივი ჯანდაცვის უწყებები და კვალიფიციური ექიმები რეკომენდაციას უწევენ COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაციას.

Facebook Comments Box

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 2,588,540 ნახვა
%d bloggers like this: