მედიცინა

ჯანმო: ხანგრძლივი საკარანტინო შეზღუდვების გამო ბავშვებში სიმსუქნის შემთხვევების რიცხვი მატულობს

Nusagi

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ევროპული ბიურო აცხადებს, რომ ხანგრძლივი საკარანტინო შეზღუდვები ბავშვებში სიმსუქნის შემთხვევების რიცხვის ზრდას იწვევს.

36 ქვეყანაში ჩატარებულმა კვლევამ აჩვენა, რომ 6-9 წლის ასაკის ყოველ მესამე ბავშვს ჭარბი წონა აქვს, რაც სკოლების დახურვითა და აქტივობის შეზღუდვით არის გამოწვეული.

სიმსუქნის ყველაზე მაღალი მაჩვენებლები ხმელთაშუა ზღვის რეგიონში, კერძოდ კი საბერძნეთში, კვიპროსზე, ესპანეთსა და იტალიაში დაფიქსირდა, სადაც ჭარბი წონა ბავშვების 40%-ს, სიმსუქნე კი ბიჭების 19-24%-ს და გოგოების 14-19%-ს აწუხებს.

„ჭარბი წონა და სიმსუქნე პირდაპირ უკავშირდება ისეთ საშიშ დაავადებებს, როგორებიცაა დიაბეტი, სიმსივნე ან გულ-სისხლძარღვთა დაავადებები. ახალი თაობისთვის ნათელი მომავლის უზრუნველსაყოფად ჩვენ უნდა გადავდგათ ქმედითი ნაბიჯები, რათა შევამციროთ ბავშვებში სიმსუქნის დონე და ხელი შევუწყოთ ჯანსაღი კვებისა და ფიზიკური აქტივობის პოპულარიზებას“, – აცხადებს ჯანმოს ევროპული ბიუროს ხელმძღვანელი ჰანს კლუგე.

Facebook Comments Box

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 2,587,295 ნახვა
%d bloggers like this: