სელებრითები

Wall Street Journal-მა ბილ და მელინდა გეითსების განქორწინების მიზეზი დაასახელა

Nusagi

ამერიკულმა გაზეთმა Wall Street Journal-მა ბილ და მელინდა გეითსების განქორწინების მიზეზი გაარკვია. გამოცემის ცნობით, მელინდა გეითსი განქორწინებას თავის იურისტთან მინიმუმ 2019 წლიდან განიხილავდა.

როგორც გაზეთი წერს, წყვილის დაშორების ერთ-ერთი მიზეზი Microsoft-ის დამაარსებლის ფინანსისტ ჯეფრი ეპშტეინთან კავშირი გახდა. ეს უკანასკნელი არასრულწლოვანთა ტრეფიკინგისა და პროსტიტუციაში ჩაბმის ბრალდებით 2019 წლის 7 ივლისს  დააკავეს გამოძიების მტკიცებით, ბრალდებულმა დანაშაული 2002 და 2005 წლებში ნიუ-იორკსა და ფლორიდაში ჩაიდინა. იმავე წლის 10 აგვისტოს მილიარდერმა საკანში თავი მოიკლა. ეპშტეინის სიკვდილმა  შეთქმულების თეორიები გააჩინა.

როგორც ბილ გეითსის პრეს-მდივანმა განაცხადა.  ბიზნესმენები მხოლოდ ქველმოქმედებას განიხილავდნენ. ამასთან, მილიარდერი ამ შეხვედრებს ნანობს და აღიარებს, რომ ეს შეცდომა იყო.

4 მაისს ცნობილი გახდა, რომ ბილ და მელინდა გეითსები 27-წლიან ქორწინებას ასრულებენ.

Facebook Comments Box

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 2,589,773 ნახვა
%d bloggers like this: