უცხოური მედია

რაც აქ ხდება, რაკეტებზე უარესია- ისრაელის ქალაქ ლოდის მერი ჯარის შეყვანას ითხოვს

Nusagi

ისრაელის ცენტრალურ რაიონში მდებარე ქალაქ ლოდის მერმა მინისტრთა კაბინეტის ხელმძღვანელს, ბენიამინ ნეთანიაჰუს თხოვნით მიმართა ჯარების შეყვანის თაობაზე. მისი თქმით, არეულობის გამო, ქალაქში უმართავი სიტუაციაა და საქმე „სამოქალაქო ომამდეა მისული“. ინფორმაციას Times of Israel ავრცელებს. 

მერის თქმით, 11 მაისს, დღის ბოლოს ლოდში ერთმანეთს დაუპირისპირდა არაბი და ებრაელი მოსახლეობა.

„ეს გაუგონარია. იწვის სინაგოგები, დამწვარია ასობით ავტომობილი, ასობით არაბი დამნაშავე ქუჩაში დაძრწის. ლოდში სამოქალაქო ომია. ეს რაკეტებზე უარესია“,-განაცხადა მან. 

მერმა 11 მაისის მოვლენები ნაცისტურ გერმანიაში, 1938 წლის „ბროლის ღამის“ მოვლენებს შეადარა.  

Facebook Comments Box

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 2,587,295 ნახვა
%d bloggers like this: