უცხოური მედია

ღაზას სექტორში 203 ადამიანი დაიჭრა, გარდაცლილთა რაოდენობაა- 30

Nusagi

ისრაელის დარტყმების შედეგად, ღაზას სექტორში 203 ადამიანი დაიჭრა. გარდაცლილთა რაოდენობაა- 30,-ამის შესახებ პალესტინის „ჯანდაცვის სამინისტროს“ წარმომადგენელმა განაცხადა.

მისი თქმით, გარდაცვლილთა შორის ცხრა მოზარდი და ერთი ქალია.

ისრაელის თავდაცვის მინისიტრმა ბენი განცმა ისრაელის არმიის მიერ დაჯგუფება „ჰამასისა“ და „ისლამური ჯიჰადის“ ობიექტებზე იერიშის შემდეგ განაცხადა, რომ „ეს მხოლოდ დასაწყისია“ და ისრაელის სამხედროებს აქვთ კიდევ უფრო მეტი სამიზნეები ღაზას სექტორში.

„ისრაელის თავდაცვის არმია მოქმედებს საერთო უსაფრთხოების სამსახურთან „შაბაკთან“, პოლიციასთან ერთად, ამას აკეთებს მთელი თავისი შესაძლო ძლიერებით. განხორციელდა ასობით შეტევა, აფეთქებული კოშკები, გვირაბები, რომლებიც ღაზას სექტორში მდებარეობს, დანგრეული ინფრასტრუქტურა, ჩვენ კიდევ უამრავი სამიზნე გაგვაჩნია, რომლებზე შეტევას განვახორციელებთ. ეს მხოლოდ დასაწყისია“ ,- განაცხადა განცმა სატელევიზიო ეთერით გამოსვლისას.

ისლამისტური მოძრაობის, „ჰამასის“ ლიდერმა, ისმაილ ჰანიამ განაცხადა, რომ მისმა დაჯგუფებამ ისრაელთან „ახალი ძალთა ბალანსი“ შექმნა.

”ჩვენ მივაღწიეთ გამარჯვებას იერუსალიმისთვის ბრძოლაში, იერუსალიმის დაცვაში. იერუსალიმი კონფლიქტის ღერძია. ისრაელთან დღევანდელმა ბრძოლამ თამაშის ახალი წესები დაწერა. რაც ახლა ხდება, ჩვენი ხალხის, ჩვენი ერის პატივია. ახლა ძალების ახალი ბალანსია“, – განაცხადა მან.

ცოტა ხნის წინ „ჰამასმა“ განაცხადა, რომ მან 130 რაკეტა გაუშვა თელ-ავივის მიმართულებით, რასაც ისრაელში მსხვერპლი მოჰყვა.

ისრაელის პრემიერ-მინისტრი ბენიამინ ნეთანიაჰუ „ჰამასის“ მხრიდან დაბომბვის შემდეგ აცხადებს, რომ „ჰამასს“ და „პალესტინურ ისლამურ ჯიჰადისტურ ტერორისტულ დაჯგუფებას“ ძვირად დაუჯდება ცენტრალურ და სამხრეთ ისრაელზე განხორციელებული თავდასხმები.

Facebook Comments Box

ავტორის შესახებ

Info Postalioni

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 2,595,003 ნახვა
%d bloggers like this: