მეცნიერება

businessinsider: ინდონეზიელი მკვლევარების დასკვნით, ჩინური „სინოვაკი“ გაცილებით უკეთესია, ვიდრე ელოდნენ – 94%-იანი დაცვა

Nusagi

ინდონეზიის ჯანდაცვის უწყების წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინა, რომელიც ჩინურმა ბიოტექნოლოგიურმა კომპანია Sinovac-მა შეიმუშავა, ძალიან ეფექტურად იცავს პაციენტს სიკვდილისა და ჰოსპიტალიზაციისგან. ამის შესახებ „ბიზნეს ინსაიდერი“ წერს. 

გამოცემის ინფორმაციით, ვაქცინა სახელწოდებით Coronavac 98%-ით ეფექტურია სიკვდილის და 96%-ით ჰოსპიტალიზაციის წინააღმდეგ. განცხადება ინდონეზიის ჯანდაცვის წარმომადგენელმა დღეს, სპეციალურ ბრიფინგზე გააკეთა. 

სტატისტიკა ეყრდნობა 128 000 სამედიცინო პერსონალს, რომლებიც ჯაკარტაში აღნიშნული ვაქცინით აცრეს და იანვრიდან მარტის ბოლომდე დაკვირვების ქვეშ იმყოფებოდნენ. 

ჯანდაცვის სამინისტროს წარმომადგენლის თქმით, სამედიცინო მუშაკების 94% COVID-19-ის სიმპტომური ფორმით არ დაავადდა. დაცვა ამოქმედდა მეორე დოზით აცრიდან 7 დღეში. 

ჩინეთის სახელისუფლებო მედიის თანახმად, ვაქცინის დოზა 30 დოლარი ღირს და ჩვეულებრივ მაცივარში ინახება. 12 აპრილის მონაცემებით, CoronaVac-ის 180 მილიონი დოზა 30 ქვეყანაში გაიგზავნა. მათ შორისაა ჩილე, ბრაზილია და ფილიპინები.

ინდონეზიაში ჩატარებული კვლევის შედეგები ნიშნავს, რომ აღნიშნული ვაქცინა რელურად, გაცილებით უკეთესი გამოდგა, ვიდრე მოსალოდნელი იყო. 

ბრაზილიაში, აპრილში ჩატარებული კვლევებით, კორონოვაკს მხოლოდ 50%-იანი დაცვა აქვს, თუმცა, სპეციალისტებს მიაჩნიათ, რომ ასეთ განსხვავებულ შედეგს ობიექტური მიზეზი აქვს, კერძოდ- ინდონეზიაში კვლევის ობიექტების ასაკი საშუალოდ, 31 წელი იყო, ბრაზილიაში კი, 5% აცრილებისა 60 წელს გადაცილებული იყო. 

თურქეთის მონაცემებით, CoronaVac 83,5 %-ით ეფექტურია სიმპტომური კოვიდის წინააღმდეგ. აქ კვლევაში მონაწილეობდა 10 000 ადამიანი 19-დან 59 წლამდე. 

Facebook Comments Box

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 2,587,295 ნახვა
%d bloggers like this: