ჯანდაცვა

ამირან გამყრელიძე იმ მოქალაქეებს მიმართავს, ვინც ვაქცინის მეორე აცრაზე დარეგისტრირებას ვერ ახერხებს

Nusagi

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ იმ მოქალაქეებს მიმართა, ვინც ვაქცინის მეორე აცრაზე დარეგისტრირებას ვერ ახერხებს. გამყრელიძის განცხადებით, იმუნიზაციის პორტალზე სერიოზული ტექნიკური ხარვეზი დაფიქსირდა და დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის IT-სამსახური ინტენსიურ რეჟიმში მუშაობს, რათა დაჯავშნის პროცესი შეუფერხებლად წარიმართოს.

„ვაქცინაციის პროცესი თანდათან უფრო ინტენსიური ხდება და მოსახლეობა უფრო მეტ დამყოლობას იჩენს. სამწუხაროდ, გუშინ იმუნიზაციის პორტალზე სერიოზული ტექნიკური ხარვეზი იყო, რის გამოც მოსახლეობას კიდევ ერთხელ ვუხდი ბოდიშს. გუშინ მოქალაქეები რეგისტრირდებოდნენ „სინოფარმის“ მეორე აცრაზე და „ასტრაზენეკათი“ აცრის მსურველები, რომლებსაც ეს შესაძლებლობა ასაკობრივი ზღვრის დაწევის შედეგად მიეცათ. ტექნიკური ხარვეზი ნაწილობრივ გამოსწორდა დილისთვის, თუმცა ახლაც, ჩემი ინფორმაციით, გარკვეული ხარვეზები არსებობს. ჩვენი IT-სამსახური ინტენსიურ რეჟიმში მუშაობს, რათა დაჯავშნის პროცესი შეუფერხებლად წარიმართოს. მინდა ვუთხრა მოსახლეობას, რომ არავის შეექმნება სირთულე მეორე დოზით აცრასთან დაკავშირებით, რამეთუ თითოეული მათგანისთვის აცრის მეორე დოზა დაჯავშნილია“, – განაცხადა გამყრელიძემ.

Facebook Comments Box

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 2,594,964 ნახვა
%d bloggers like this: