პოლიტიკა

კახა კალაძე მოსახლეობას 2017 წლის არჩევნებზე მიცემული დანაპირების შესრულების ანგარიშს წარუდგენს

Nusagi

მე მინდა, 18 მაისიდან დედაქალაქის მოსახლეობას წარვუდგინო ერთგვარი ანგარიში 7 მიმართულებაზე, რომელიც ჩვენ თბილისელებს 2017 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში წარვუდგინეთ, – ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძე დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

მისი თქმით, 7 მიმართულება არის ის 7 პოლიტიკა, რომლის პროექტების განხორციელებას იგი დედაქალაქის მოსახლეობას 2017 წლის თვითმმართველობის არჩევნებზე დაჰპირდა.

„თითოეული პოლიტიკის წარდგენას ჩვენ თითო კვირას დავუთმობთ და საზოგადოებას წინასწარ მივაწოდებთ ინფორმაციას, თუ რომელ მიმართულებაზე გვექნება პრეზენტაცია. ეს იქნება ერთგვარი ანგარიში ჩვენი მხრიდან თბილისის მოსახლეობის მიმართ. ამ ოთხი წლის განმავლობაში ჩვენ გამოვირჩეოდით აქტიურობით და ყოველთვის ვცდილობდით, მიგვეწოდებინა მოსახლეობისთვის სრულყოფილი ინფორმაცია, თუ რა პროექტები ხორციელდება“, – განაცხადა კახა კალაძემ.

Facebook Comments Box

ავტორის შესახებ

Info Postalioni

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 2,588,574 ნახვა
%d bloggers like this: