პოლიტიკა

მამუკა მდინარაძე: გამოჩნდნენ ისეთებიც, რომლებმაც „ქართული ოცნების“ რეიტინგის დაწევა პრიმიტიული დეზინფორმაციით გადაწყვიტეს, თითქოს ისინი არიან ბიძინა ივანიშვილის ახალი პროექტი

Nusagi

დეზინფორმაცია ძალიან მძლავრადაა, ისეთებიც გამოჩნდნენ, რომლებმაც „ქართული ოცნების“ რეიტინგის დაწევა პრიმიტიული დეზინფორმაციით გადაწყვიტეს, თითქოს ისინი არიან ბიძინა ივანიშვილის ახალი პროექტი და „ქართული ოცნების“ განაყოფს წარმოადგენენ, – ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ საგაზაფხულო სესიის პლენარულ სხდომაზე განაცხადა.

მისივე თქმით, დეზინფორმაციაზე აპელირება და მოგონილ ამბებზე პროტესტი რეალური პრობლემების გადაჭრას ვერ უზრუნველყოფს.

„ბოლო დროს დეზინფორმაცია ძალიან მძლავრად არის ამ ქვეყანაში. სხვადასხვა ძალა სხვადასხვა მეთოდით იბრძვის, სადაც სამწუხაროდ ისევ ტყუილია ხოლმე პირველ ადგილზე. ისეთებიც გამოჩნდნენ, რომლებმაც „ქართული ოცნების“ რეიტინგის დაწევა იმ პრიმიტიული დეზინფორმაციით გადაწყვიტეს, თითქოს ისინი არიან ბიძინა ივანიშვილის ახალი პროექტი და „ქართული ოცნების“ განაყოფს წარმოადგენენ და ა.შ. ამაზე ბევრს არ გავაგრძელებ.

რა თქმა უნდა ხელისუფლებას აქვს შეცდომები და არის ხარვეზები. წარმოუდგენელია ყველა ფიქრობდეს, რომ ამ ქვეყანაში ყველაფერი კარგადაა და წარმოუდგენელია ყველა გადაწყვეტილება იყოს სწორი და მოდი ვილაპარაკოთ ამაზე, რადგან დეზინფორმაციაზე აპელირება და მოგონილ ამბებზე პროტესტი რეალური პრობლემების გადაჭრას ვერ უზრუნველყოფს“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

Facebook Comments Box

ავტორის შესახებ

Info Postalioni

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 2,587,307 ნახვა
%d bloggers like this: