უცხოური მედია

აშშ- ვაქცინირებულ ადამიანებს საბოლოო დოზიდან ორი კვირაში შეუძლიათ პირბადე მოიხსნან

Nusagi

კოვიდ -19-ის წინააღმდეგ სრულად ვაქცინირებულ ადამიანებს არ სჭირდებათ პირბადის ტარება ან სოციალური დისტანცირება დახურულ თუ ღია სივრცეში, გარდა გარკვეული გარემოებებისა, – ამის შესახებ აშშ-ის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრის დირექტორმა განაცხადა.­

”თუ სრულად ხართ აცრილი, შეგიძლიათ დაიწყოთ ისეთი რამის გაკეთება, რაც პანდემიის გამო შეწყვიტეთ”, – თქვა როშელ ვალენსკიმ ბრიფინგზე.

მან ასევე აღნიშნა, რომ “გასულმა წელმა აჩვენა, რომ ეს ვირუსი შეიძლება არაპროგნოზირებადი იყოს, ამიტომ თუ სიტუაცია გაუარესდა, ყოველთვის არსებობს შანსი, რომ ამ რეკომენდაციებში ცვლილებების შეტანის საჭიროება დადგწს”.

ამასთან, მოგზაურობის დროს ნიღბების ტარების მოთხოვნა – ავტობუსებში, მატარებლებში, თვითმფრინავებში და საზოგადოებრივ ტრანსპორტში – ჯერ კიდევ ძალაშია.

ვალენსკიმ ასევე განაცხადა, რომ ადამიანებს, რომლებსაც აქვთ კოვიდ -19-ის სიმპტომები, ვაქცინირებულებმაც კი, პირბადე უნდა გაიკეთონ.

რაც შეეხება არა ვაქცინირებულ პირებს, ვალენსკიმ დასძინა: “თქვენ რჩებით მსუბუქი ან მძიმე ავადმყოფობის, სიკვდილის ან დაავადების სხვაზე გავრცელების რისკის ქვეშ. თქვენ კვლავ უნდა გაიკეთოთ ნიღაბი და დაუყოვნებლივ უნდა მიიღოთ აცრა.”

მისივე თქმით, მას შემდეგ, რაც პირი სრულად აიცრება – საბოლოო დოზიდან ორი კვირის შემდეგ, შეუძლია პირბადე მოიხსნას.

რეკომენდაციის თანახმად, აღინიშნა, რომ ზოგიერთმა ადამიანმა შეიძლება განაგრძოს პირბადის ტარება მაშინაც კი, თუ სრულად აცრილია და ეს “კარგია”.

Facebook Comments Box

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 2,595,028 ნახვა
%d bloggers like this: