სამართალი

ბათუმში ქალი და მამაკაცი გარდაცვლილები იპოვეს

Nusagi

ბათუმში კობალაძის ქუჩაზე 2 გარდაცვლილი იპოვეს. ადგილობრივების ინფორმაციით კაცი სავარაუდოდ მე-19 სართულიდან გადმოხტა, ქალის ცხედარი კი საცხოვრებელი კორპუსის ერთ-ერთ ბინაში იპოვეს.

როგორც ადგილობრივი მცხოვრებლები ვარაუდობენ, კაცმა ჯერ ქალი მოკლა, შემდეგ კი სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა. პირველადი ინფორმაციით გარდაცვლილები უცხო ქვეყნის მოქალაქეები იყვნენ.

შემთხვევის ადგილზე სამართალდამცველები მუშაობენ. მომხდართან დაკავშირებით საგამოძიებო უწყებას ჯერ ოფიციალური ინფორმაცია არ გაუვრცელებია.

Facebook Comments Box

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 2,587,104 ნახვა
%d bloggers like this: