ხელოვნება და კულტურა

ვასილ ჩიგოგიძე – მადლობა ფონდ „ქართუს“, ბიძინა ივანიშვილსა და ირაკლი ღარიბაშვილს, რომლის უდიდესი დამსახურებაა, რომ ოზურგეთი ფოლკლორის ქალაქია

Nusagi

ბედნიერებისა და სიხარულისაგან დავმუნჯდი, უღრმესი მადლობა ფონდ „ქართუს“, ბიძინა ივანიშვილსა და ირაკლი ღარიბაშვილს, რომლის უდიდესი დამსახურებაა ის, რომ ოზურგეთი ფოლკლორის ქალაქია, – ამის შესახებ ოზურგეთის ალექსანდრე წუწუნავას სახელობის დრამატული თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელმა, ვასილ ჩიგოგიძემ თეატრის განახლებული შენობის გახსნის ცერემონიალზე განაცხადა.

„ამ ნანატრ სიტყვებს ხუთი წელი ელოდა ოზურგეთის სახელმწიფო თეატრი და დღეს სრულიად კოლექტივი ოზურგეთის სახელმწიფო თეატრისა, სრულიად ქართული თეატრი, ყველანი ერთად. ბედნიერებისა და სიხარულისაგან, მე მაგალითად დავმუნჯდი. უღრმესი მადლობა ფონდ „ქართუს“, უღრმესი მადლობა ბიძინა ივანიშვილს. ეს ჩემთვის არის სიზმარი, რომლის ახდენაზეც ვერ ვიოცნებებდი, ამიტომ ძალიან დიდი მადლობა მას. მადლობა ყველას. აქ სხედან ადამიანები, რომლებსაც დიდი წვლილი მიუძღვით ყველაფერ ამაში. მადლობა თქვენ, ჩემო ძვირფასებო. ყველა ქართულ თეატრს, სრულიად საქართველოს ასეთი ბედნიერება, გრანდიოზული სათეატრო სივრცეები მინდა ვუსურვო. აუცილებლად მინდა, ირაკლი ღარიბაშვილს მადლობა გადავუხადო იმისთვის, რომ ოზურგეთი დღეს ფოლკლორის ქალაქია. ეს არის მისი უდიდესი დამსახურება“, – განაცხადა ოზურგეთის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელმა, ვასილ ჩიგოგიძემ.

ოზურგეთის ალექსანდრე წუწუნავას სახელობის სახელმწიფო დრამატულ თეატრს ფონდ „ქართუს“ დაფინანსებით სრული რეაბილიტაცია ჩაუტარდა. სარეაბილიტაციო სამუშაოები 2016 წელს დაიწყო, 2020 წელს დასრულდა და 20 მილიონი ლარით დაფინანსდა.

Facebook Comments Box

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 2,587,104 ნახვა
%d bloggers like this: