Uncategorized

იორდანიელები ისრაელის საზღვრის გადალახვას ცდილობენ (ვიდეო)

Nusagi

იორდანიის ტერიტორიიდან ასობით ადამიანი ისრაელის საზღვრის გადალახვას ცდილობს, რათა პალესტინელების მხარეს ისრაელის წინააღმდეგ ბრძოლაში მიიღონ მონაწილეობა. ამის შესახებ timesofisrael.com იუწყება.

ადამიანები, რომლებიც საზღვრის გადასვლას ცდილობენ სკანდირებენ „ჩვენ სულით და გულით შურს ვიძიებთ ალ აქსზე“ – მათ იერუსალიმის ისტორიულ ნაწილში მდებარე ალ აქსის მეჩეთი აქვთ მხედველობაში, სადაც ისრაელის პოლიციას და პალესტინელებს შორის შეტაკებები მოხდა. სწორედ ამის შემდეგ დაიწყო „ჰამასმა” ღაზას სექტორიდან ისრაელის ტერიტორიის მასიური დაბომბვა

საპროტესტო აქციები იორდანის დედაქალაქ ამანშიც მიმდინარეობს, რომლის მონაწილეები იერუსალიმში ისრაელის ქმედებებს აპროტესტებენ და ღაზაში საბრძოლო მოქმედებების შეწყვეტას ითხოვენ.

ისრაელი-პალესტინის კონფლიქტი მას შემდეგ გამწვავდა, რაც პალესტინელებმა ღაზას სექტორიდან ისრაელის მიმართულებით 1600-ზე მეტი რაკეტა გაუშვეს, რაც რეკორდული მაჩვენებელია. ისრაელის თავდაცვითმა სისტემებმა რაკეტების 90% გაანადგურეს. საპასუხო იერიშის შედეგად ღაზას სექტორში საერთო ჯამში 115 ადამიანი დაიღუპა და ასობით დაიჭრა. ისრაელის მხრიდან 8 ადამიანია დაღუპული.

Facebook Comments Box

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 2,594,988 ნახვა
%d bloggers like this: