უცხოური მედია

ისრაელმა ჰამასის გვირაბების ქსელზე სარაკეტო დარტყმები განახორციელა

Nusagi

ისრაელის 160-მდე თვითმფრინავი იღებდა მონაწილეობას სარაკეტო შეტევაში გვირაბებზე, რომელიც ჰამასმა ღაზას მიწის ქვეშ მოაწყო. ამის შესახებ Times of Israel ქვეყნის თავდაცვის უწყების ოფიციალურ განცხადებაზე დაყრდნობით იუწყება.

თავდაცვის უწყებაში აღნიშნავენ, რომ სამხედრო ხელმძღვანელობა განიხილავს ზიანის მასშტაბს, რომელიც ჰამასის ინფრასტრუქტურას მიადგა. მათივე თქმით, სახმელეთო ძალები ისრაელის ტერიტორიაზე დარჩნენ და ღაზას საზღვრიდან ახორციელებდნენ ავიაციის მხარდაჭერას.

ჰამასში განაცხადეს, რომ ღამის ავიადარტყმებს დიდი მსხვერპლი მოჰყვა, თუმცა რაოდენობას არ ასახელებენ. მათი თქმით, კონფლიქტის დაწყებიდან დაღუპულია 115 პალესტინელი, მათ შორის 22 ბავშვი. დაშავებულია- 600 ადამიანი.

ისრაელის მხარეს კონფლიქტს 7 ადამიანი ემსხვერპლა, დაშავებულია- 500. 

Facebook Comments Box

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 2,587,307 ნახვა
%d bloggers like this: