პოსტები სოციალური ქსელიდან

მირიან ყარაულაშვილი თამარ ჭოხონელიძეზე: “გენიალური” გადაწყვეტილება მიუღია ამ ქალბატონს !აბა რა?!

Nusagi

რა ეშველება ამდენი გაუნათლებელი სნობი “ხელოვანის” ხელში ამ ქვეყანას?,-ასე ეხმაურება მირიან ყარაულაშვილი მომღერალ თამარ ჭოხონელიძეს, რომელმაც განაცხადა, რომ მანქანის კატალიზატორი გაყიდა, რომ შვილიშვილისთვის იორკშირის ტერიერი ეყიდა. 

“გენიალური” გადაწყვეტილება მიუღია ამ “ქალბატონს” !!!აბა რა?!

მან მისი ავტომანქანიდან ამოღებული და 1500 ლარად გაყიდული სრული წვის კატალიზატორის ფასად სნობური ფობია მოიშორა და თანაც შვილიშვილიც გააბედნიერა იორკის ჯიშის ძაღლის ყიდვით !!!

სამაგიეროდ, ფეხზე ჰკიდია, თუ მისი უკატალიზატორო ავტომანქანის აყროლებული გამონაბოლქვი რამდენად დააზიანებს ეკოლოგიას და რამდენ ადამიანს დამართებს ლეიკემიას, ფილტვისა თუ სხვა რომელიმე ორგანოს კიბოს!!!

ამისგან უპირველს ყოვლისა , მისი ოჯახის წვერები – ვინც ამ ავტომანქანით სარგებლობს- ხვდებიან უმძიმესი სენით დაავადების რისკის ქვეშ!!!

ან ამ ძაღლების ყიდვა-გაყიდვა რა უბედურებაა??? ასაყვანი ლეკვების მეტი რა არის საქართველოში???

პ.ს.: რა ეშველება ამდენი გაუნათლებელი სნობი “ხელოვანის” ხელში ამ ქვეყანას?“,-წერს მირიან ყარაულაშვილი.

Facebook Comments Box

ავტორის შესახებ

Info Postalioni

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 2,588,632 ნახვა
%d bloggers like this: