Uncategorized

„პალესტინაში არსებობენ პოლიტიკური ძალები, რომელთაც სამშვიდობო პროცესი არ აინტერესებთ“ – მამუკა არეშიძე

Nusagi

კონფლიქტოლოგი მამუკა არეშიძე საინფორმაციო სააგენტო Pia.ge-სთან ახლო აღმოსავლეთში, ისრაელსა და პალესტინას შორის მიმდინარე შეიარაღებულ დაპირისპირებაზე საუბრობს და აცხადებს, რომ ბევრი წელია ამ ტიპის მასშტაბური დაპირისპირება არ ყოფილა.

მამუკა არეშიძის თქმით, ტერორისტული ორგანიზაცია „ჰამასი“ კარგად არის იარაღით მომზადებული.

არეშიძე აცხადებს, რომ სახმელეთო ოპერაცია, რომელიც დღეს ისრაელმა დაიწყო აუცილებლად მძიმე შედეგებით გაგრძელდება.

ამასთან, კონფლიქტოლოგის განცხადებით, ის დრო, როდესაც ტერორისტული ორგანიზაცია იდეის გულისთვის წირავდა თავს, წარსულს ჩაბარდა.„სასწრაფოდ უნდა შემოვიდნენ პარლამენტში „ნაციო…პოლიტიკა12:49იორდანიელები ისრაელის საზღვრის გადალახვას ცდი…კონფლიქტები1 წუთის წინ

„რასაკვირველია ძალიან მძიმე ვითარებაა. ასეთი მასშტაბური ბრძოლები არ ყოფილა ბევრი წელია. პრაქტიკულად ომია. დღეს უკვე ისრაელმა სახმელეთო ოპერაცია დაიწყო, რაც აუცილებლად მძიმე შედეგებით გაგრძელდება, იმიტომ რომ მეორე მხარე, ჩანს, რომ ძალიან კარგად არის იარაღის თვალსაზრისით მომზადებული.

როგორც ჩანს „ჰამასს“ დასაკარგი არაფერი აქვს და არც ისრაელს აქვს არაფერი დასაკარგი. იმიტომ რომ „გორდიას კვანძი“ უნდა გადაიჭრას. წლებია უკვე გრძელდება სხვადასხვა ფორმით მცდელობა მსოფლიო საზოგადოებისა, რომ სიტუაცია დალაგდეს, მაგრამ სამწუხაროდ მსოფლიო საზოგადოება, პირველ რიგში გაერო და მათ შორის აშშ, ამ საკითხს უდგებიან გარკვეული სტანდარტის საფუძველზე, რაც ადგილობრივ სპეციფიკას ყოველთვის არ ითვალისწინებს. მაგალითად, ადგილობრივი ისლამისტური ან რადიკალი პალესტინური ჯგუფებისთვის უფრო მნიშვნელოვანია ფინანსური სახსრების მიღების თვალსაზრისით ისრაელთან მუდმივი კონფრონტაცია, ვიდრე სამშვიდობო პროცესი.

შემიძლია აბსოლუტურად კატეგორიულად გითხრათ, რომ პალესტინაში არსებობენ პოლიტიკური ძალები, რომელთაც სამშვიდობო პროცესი არ აინტერესებთ. სხვათაშორის ასეთი იდეოლოგიის მატარებელი იყო არაფატი.

რასაკვირველია ასევე არის ძალები, რომლებსაც უნდათ მშვიდობიანი ცხოვრება, მაგრამ მათი რიცხვი იმდენად უმნიშვნელოა, რომ მათი ხმა არც ისმის. რადიკალები ძალიან დიდ ფულს იღებენ იმაში, რომ ჰქონდეთ კონფრონტაციული რეჟიმი. მაგალითისთვის მოვიყვან, არსებობს ტერორისტული ორგანიზაციები, ვთქვათ ისეთი როგორიც არის „ჰამასი“.

„ჰამასი“, რომ არსებობს ეს არის არაბული სამყაროს ნაწილის დახმარება. მათ თუ არ შექმნეს პრობლემა, ისინი დახმარებას ვერ მიიღებენ. ასეთი მეთოდოლოგია აქვს ძალიან ბევრ ტერორისტულ ორგანიზაციას. ისინი ფულს იღებენ შედეგის მიხედვით. თუ გაჩერდნენ და დაიწყეს სამშვიდობო მოლაპარაკება, მაშინ არაფერსაც არ მიიღებენ და ვის რაში სჭირდებიან.

ის დრო, როდესაც ტერორისტული ორგანიზაცია იდეის გულისთვის წირავდა თავს, წარსულს ჩაბარდა. ტერორისტული ორგანიზაცია არსებობს იმისთვის, რომ მიიღოს ფული. კლასიკური ისლამისტური ორგანიზაციებიც არიან ცხადია. ასე რომ „ჰამასის“ ლიდერებისთვის უმნიშვნელოვანესია მათი მუდმივი აქტიურობა და ტერორისტული შედეგის დადება“, – განაცხადა მამუკა არეშიძემ.

რაც შეეხება ამერიკის შეერთებული შტატების როლს, ახლო აღმოსავლეთის პროცესებში, ექსპერტი ამბობს, რომ მსხვილი პოლიტიკური მოთამაშეებისთვის მნიშვნელოვანია კონფლიქტურ რეგიონებში კონფლიქტის არსებობა. იმიტომ რომ მათ ჩარევის საშუალება ეძლევათ.

„გავიხსენოთ ჩვენი კონფლიქტები. ვინც არ უნდა იყოს ამ კონფლიქტში ჩართული, მისთვის მნიშვნელოვანია არა კონფლიქტის მოგვარება, არამედ კონფლიქტის დაკონსერვება.

დაკონსერვებული კონფლიქტის პირობებში ისინი ბევრად უფრო მარტივად ახერხებენ, თავისი პოლიტიკური ნარატივების გატარებას, ვიდრე ვთქვათ, მოგვარებული კონფლიქტის პირობებში. ახლა მაგალითად, რუსეთი არის მოლოდინში, როდის შესთავაზებენ მას სამშვიდობოების კონტინგენტის შეყვანას ღაზას სექტორში. მართალია, ეს უტოპიაა ერთის შეხედვით. ერდოღანმა ამის თაობაზე განაცხადა, რომ „ჩვენ და რუსეთს შეგვიძლია ამ პრობლემის მოგვარება“.

შეიარაღების, იდეოლოგიის თვალსაზრისით ისრაელი ისეთი ძლიერი სახელმწიფოა, რომ არც თურქეთის, არც რუსეთის და საერთოდ არავის ჩარევა არ სჭირდება. მათ სჭირდება მხოლოდ ის, რომ მათი ზურგი დაცული იყოს შტატების მხრიდან. მათ შეუძლიათ არა მხოლოდ პალესტინელებთან იბრძოლონ, არამედ იბრძოლონ ნებისმიერ არაბულ ქვეყანასთან, მათ შორის არაბულ კოალიციასთან.

ისრაელში აღარ უნდათ მუდმივი ომი და ფიქრობენ, რომ რაც მოიპოვეს სავსებით საკმარისია, თუმცა ისრაელის პოლიტიკურ ისთებლიშმენტში არიან ადამიანები, რომლებიც ხშირად ისეთი ტიპის შეცდომებს უშვებენ, რაც წარმოუდგენელი იყო გოლდა მეიერის და ბენ გურიონის პერიოდში.

სიტუაციის ჩაცხრობა ჯერ შორს არის. როცა სახმელეთო ოპერაცია იწყება, იქ არის ძალიან რთული პროცესის შეჩერება. სახმელეთო ოპერაციების სპეციფიკა ისეთია, რომ ერთი მხარე პოზიციებს იკავებს, მეორე თმობს. გაჩერება ძალიან რთულია. გასათვალისწინებელია ის, რომ ღაზას სექტორში განლაგებულ ქალაქებში არის ძალიან ვიწრო ქუჩები და ამ ქუჩებში ისრაელის არმიის შესვლა უზარმაზარ მსხვერპლს გამოიწვევს ორივე მხრიდან.

დღეს ისე ხდება, რომ მსოფლიოს დღის წესრიგის არ არსებობის პირობებში რაც არ უნდა მსხვილი სახელმწიფო იყო, მისი წარმომადგენლის ჩასვლით პრობლემა ასე მარტივად არ გვარდება. იმიტომ რომ ყველამ უკვე თავი წარმოიდგინა ძლიერად“, – აცხადებს მამუკა არეშიძე.

Facebook Comments Box

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 2,595,003 ნახვა
%d bloggers like this: