პოლიტიკა

შალვა ნათელაშვილი აცხადებს, რომ ამომრჩეველზე გაბრაზებულია

Nusagi

ფულის გამო, პრივილეგიების გამო სულს გაყიდით და მერე დააბრალებთ პოლიტიკოსებს და ოპოზიციას ყველა უბედურებას,-ამის შესახებ ლეიბორისტების ლიდერმა შალვა ნათელაშვილმა ტვ-პირველის გადაცემაში „რეაქცია“ განაცხადა.

მისი თქმით, გაბრაზებულია ამომრჩეველზე, რომელსაც მთელი ცხოვრება შესწირა და მან კი, „ეს ყველაფერი ფურთხით დააფასა“.

„მე ამათი სახვეწარი არაფერი მქონდა, თანამდებობაც მექნებოდა, მილიარდებიც, გავლენაც, ისეთ წრეებში ვტრიალებდი, ბრეჟნევის შვილი იყო ჩემთან, ანდროპოვის შვილი მეგობრობდა ჩემთან, გრიშინის შვილი მეგობრობდა. რად მინდოდა ამათი ტილიანი ხმები. გადავყევი, 30 წელი შევწირე ამათ და კიდევ პრეტენზიები, ცილისწამება და ტალახი. როდესაც საზოგადოების 80% მოწამლულია, ის 20%-ა მოსაფარებელი და იმათ გამო გავაგრძელებ საქმიანობას“,-განაცხადა შალვა ნათელაშვილმა. 

Facebook Comments Box

ავტორის შესახებ

Info Postalioni

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 2,587,307 ნახვა
%d bloggers like this: