ჯანდაცვა

ამირან გამყრელიძე: მომავალი თვიდან დღიურად ვაქცინირებული ადამიანების რიცხვი უნდა გაორმაგდეს

Nusagi

დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე აცხადებს, რომ დღიურად ვაქცინირებული ადამიანების რიცხვი მომავალი თვიდან უნდა გაორმაგდეს.

„მიმდინარეობს სოფლის ექიმების გადამზადება ვაქცინაციასთან დაკავშირებით, ვინაიდან მასობრივი ვაქცინაციის დროს სოფლის ექიმებიც ჩაერთვებიან ამ პროცესში. ყველანაირად ხელი უნდა შევუწყოთ იმას, რომ ქვეყანაში ვაქცინის შესაბამისი მარაგები შეიქმნას. დღეში უნდა ავცრათ 10-15 ათასი ადამიანი. ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ რაც შეიძლება დაბალი მაჩვენებლებით შევიდეთ ივნის-ივლისში“, – განაცხადა გამყრელიძემ.

ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 329 407 შემთხვევაა დადასტურებული. მათ შორის გამოჯანმრთელდა 307 918, გარდაიცვალა 4426 პაციენტი.

Facebook Comments Box

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 2,771,977 ნახვა
%d bloggers like this: