უცხოური მედია

რატომ გაჩერდა სომხეთის ატომური ელექტროსადგური – სპეციალისტების განმარტება

Nusagi

სომხეთის ატომური ელექტროსადგურის გაჩერების მიზეზი გეგმური რემონტია, რომელიც ყველაზე ხანგრძლივი იქნება სადგურის ექსპლუატაციაში გაშვების შემდეგ. ამის შესახებ „არმენპრესი“ იუწყება.

სადგური 141 დღის განმავლობაში იქნება გაჩერებული. იგეგმება სადგურის მეორე ენერგობლოკის კაპიტალური მოდერნიზაცია.

ატომური სადგურის ადმინისტრაციის ინფორმაციით, სადგურის რემონტი მისი ეფექტიანობის და სანდოობის ასამაღლებლად განხორციელდება.

„გასულ წელს რემონტისთვის მოსამზადებელი სამუშაოები ჩატარდა, დავაყენეთ დამატებითი დანადგარები. აუცილებელია რეაქტორის ავარიული გაცივების სისტემის განახლება, ასევე რეაქტორის კორპუსის მოდერნიზაცია. ყველა აუცილებელი სამუშაო 2021 წლის ოქტომბრამდე ჩატარდება“ – განაცხადა სომხეთის ატომური ელექტროსადგურის მთავარმა ინჟინერმა არტურ გრიგორიანმა.

მიმდინარე წელს სომხეთის ატომური სადგურის მეორე ენერგობლოკის გახსნიდან 45 წელი სრულდება. რეაბილიტაციის შემდეგ ატომური სადგურის ექსპლუატაცია 2036 წლამდე იქნება შესაძლებელი.

ატომურ ელექტროსადგურზე რემონტის ჩასატარებლად სომხეთში 120 რუსი სპეციალისტი ჩავიდა. საერთო ჯაში კი სამუშაოებში რუსეთიდან ჩასული 350 სპეციალისტი მიიღებს მონაწილეობას.

Facebook Comments Box

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 2,771,763 ნახვა
%d bloggers like this: