მეცნიერება

ჩერნობილში ბირთვული რეაქციები გააქტიურდა -„ახალ ავარიას არ გამოვრიცხავთ“

Nusagi

ჩერნობილის ატომურ ელექტრო სადგურში წვის პროცესები კვლავ გააქტიურდა . სპეციელისტებს მიაჩნით, რომ ახალი ავარია არ არის გამორიცხული.

ავარიიდან 35 წლის შემდეგ ჩერნობილის მეოთხე ბლოკში კვლავ შეინიშნება რადიოაქტიური აირის გამოყოფის ნიშნები. ამის შესახებ ჟურნალ Science-ში გამოქვეყნებულ მასალაშია ნათქვამი. ამ დროისთვის უკრაინელი სპეციალისტები ცდილობენ, გაარკვიონ, ჩაქრება თუ არა თავისით ეს რეაქციები. ისინი არ გამორიცხავენ ხელოვნურ ჩარევას ახალი ავარიის თავიდან აცილების მიზნით. 

„ეს ძალიან ჰგავს ბარბექიუს ნახშირს“,-აცხადებს შეფილდის უნივერსიტეტის ბირთვული მასალების სპეციალისტი ნილ ჰაიატი.

გასულ კვირას უკრაინელმა მეცნიერებმა განაცხადეს, რომ სენსორებმა დააფიქსირა 1986 წელს განადგურებული რეაქტორის ქვეშ მდებარე ერთ – ერთი მიუწვდომელი ოთახიდან ნეიტრონების ნაკადის ზრდა. „იქ ძალიან ბევრი გაურკვეველი პროცესია, მაგრამ არ შეგვიძლია ავარიის გამორიცხვა“,- განაცხადა უკრაინელმა ფიზიკოსმა მაქსიმ საველიევმა.

მისივე თქმით, შეინიშნება ნეიტრონების ნელი მატება და სპეციალისტებს რამდენიმე წელი აქვთ, რათა აღნიშნული პრობლემის გადაჭრაზე იმუშაონ. 

Facebook Comments Box

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 2,771,804 ნახვა
%d bloggers like this: